მევახშე ივანიშვილი ვეღარ შეძლებს თქვენი ძარცვის გაგრძელებას - სააკაშვილი საბანკო სექტორის ცვლილებებზე
პოლიტიკა - 13:16, 18 Nov, 2018     1565



უსამართლო მევახშეების მიერ შექმნილი მონოპოლიების შედეგი, რომელსაც სათავეში ბიძინა ივანიშვილი უდგას - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში სესხის აღება 8-ჯერ, ხალხის კი დავალიანება 4-ჯერ გაეზარდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმ გეგმაზე საუბრობს თუ როგორ მოხდება - მისი თქმით, უსამართლო საბანკო ვალების წნეხისგან საზოგადოების გათავისუფლება არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

"ეს არის უსამართლო მევახშეების მიერ შექმნილი მონოპოლიების შედეგი და ამ მონოპოლიებს სათავეში უდგას ივანიშვილი, ივანიშვილი და სამი ბანკი, რომლებიც ინაწილებენ ქართველების მთელ შემოსავალს და ართმევენ საქართველოს პერსპექტივას,"-აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა იმ პროგრამაზე ისაუბრა, რომელიც მისი გუნდის მიერ განხორციელდება. სააკაშვილის თქმით, საუბარია გრიგოლ ვაშაძის მიერ წარმოდგენილ პროგრამაზე, რომელსაც ის მხარს უჭერს და რომელიც გულისხმობს საურავების გაუქმებას კრედიტებზე და მაღალი საპროცენტო განაკვეთის დაწევას.

"ჩვენ დავაწესებთ ეფექტური პროცენტის ზედა ზღვარს, ახალი მთავრობა გააკეთებს იმას, რომ პროცენტი იპოთეკის კრედიტის შემცირდება მინიმუმ ორჯერ. იქმნება სახელმწიფო გარანტიების ფონდი, მსოფლიო ბანკის აღებული კრედიტებით შეივსება და ამ ფონდის მეშვეობით მოხდება შემცირება მინიმუმ ორჯერ.

სააკაშვილმა ასევე ისაუბრა დოლარში აღებულ სესხებზე და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოსახლეობას დოლარში არსებულ სესხებზე ბევრად მეტის გადახდა უწევს.

​"დოლარის კურსი იყო სულ სხვა და ეხლა არის სხვა, ხელისუფლების გამოცვლის შემდეგ დოლარებში აღებული კრედიტის გასტუმრება მოხდება 1.65 კურსით და არა დღევანდელი კურსით, ასევე სრულიად უსამართლო ვალებზე მოხდება მათი ორწლიანი გაყინვა,"-აცხადებს სააკაშვილი.

როგორც ექსპრეზიდენტი განმარტავს, ახალი მთავრობა მოახდენს საბანკო ბაზრის ლიბერალიზაციას და ქვეყანაში შემოვლენ სხვადასხვა ბანკები უფრო დაბალი პროცენტებით.

"მევახშე ივანიშვილი ვეღარ შეძლებს, თქვენს ჯიბეში აქვს ორივე თათი ჩაყოფილი, ამ ძარცვის გაგრძელებას," - აცხადებს სააკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42