"სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი - სულ რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზი მდებარეობს“ - გიორგი გახარია
პოლიტიკა - 10:00, 18 Nov, 2018     1011

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელოში სტუმრობისას ადგილობრივ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი, რასაც პირველ რიგში, რამდენიმე კილომეტრში მდებარე საოკუპაციო ხაზი განაპირობებს:

„სამწუხაროდ, სამეგრელოში უფრო ხშირად უნდა ვიყო და ამის საშუალება უნდა მქონდეს. უფრო მეტსაც გეტვით, სამეგრელოში მთავრობის სხვა წევრებიც უფრო ხშირად უნდა იყვნენ. ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს, სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი და პირველ რიგში, მის მნიშვენლობას საოკუპაციო ხაზი განაპირობებს, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, არჩევნებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ამ არჩევნების უსაფრთხოებაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ის, რომ ეს არჩევნები მშვიდ, ღია და დემოკრატიულ ვითრებაში უნდა ჩატარდეს, ესეც განსაკუთრბეულ მნიშვნელობას იძენს და სხვა რეგიონებთან შედარებით შეიძლება ოდნავ უფრო ხშირად მიწევს აქ ყოფნა",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მისი რეგიონში ყოფნა გათვლილია იმ ყურადღების კომპენსირებისთვის, რაც რეგიონს აქამდე დააკლდა:

„მოვახდინეთ იმ ყურადღების კომპნესირება, რაც ამ რეგიონს დააკლდა, არა წინასაარჩევნოდ. გპირდებით, არჩევნებს რომ დავასრულებთ, კიდევ უფრო ხშირად ვიქნები ხოლმე აქ. ახლა რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრებს. დღეს სრულიად შემთხვევით მოვხვდი იმ შეხვედრაზე, რომელსაც თქვენ გულისხმობთ - მონადირეებთან შეხვედრაზე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ ტურბულენტურ ისტერიულ გარემოში ვნახე მშვიდი, წყნარი ადამიანები, რომლებსაც თავისი პროფესიული საქმიანობის გარდა მშვენიერი ჰობი გააჩნიათ. ისინი საკმაოდ კარგად არიან ორგანიზებულები, აღწევენ თავიანთ მიზნებს. ეს ყველაფერი იყო ძალიან მომხიბვლელი, სასიამოვნო“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42