"ახალგაზრდებს უნდა ვაჩვენოთ, რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკს, ვასწავლოთ, როგორ დაინახონ ცხოვრებაში პერსპექტივა"- სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა - 19:13, 17 Nov, 2018     814

არ შეიძლება, ნარკოტიკების პრობლემა გულთან არ მივიტანოთ. რა განათლებაზეა საუბარი, თუ ახალგაზრდობა გართულია ნარკოტიკებით, ამ ძალიან სერიოზული სენით, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვერც პერსპექტივას ხედავენ, ვერც მომავლისთვისემზადებიან, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაციის „ქალები სამართლიანობისთვის" შეხვედრაზე განაცხადა.

„საჭირო არის, რომ ერთად გავმართოთ საინფორმაციო კამპანია და დავანახოთ, რაც ხდება ყველა განვითარებულ ქვეყანაში. ვაჩვენოთ რა ზიანის მომტანია ნარკოტიკი თავიანთი ჯანმრთელობისთვის, მომავლისთვის. ვასწავლოთ, როგორ დაინახონთავიანთ ცხოვრებაში პერსპექტივა. ეს ჩვენი მოვალეობაა და ამაში მე ბოლომდე ჩავერთვები. ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სამუშაოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციაშისპეციალური ჯგუფი შეიქმნება.

„ამ საკითხზე სხვადასხვა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ფინანსურის გარდა, მეორე ნაწილი ეხება საზოგადოებას. ჩვენ ეს ადამიანები საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად უნდა მივიღოთ. პრობლემა გონებაში წყდება. ამავე დროს, უნდავიბრძოლოთ, რომ მეტი რესურსები გვქონდეს. ინფრასტრუქტურა უნდა იყოს გამართული. თბილისში ნელ-ნელა გადავდივართ ევროპულ ნორმებზე, მაგრამ რაიონებში ამ კუთხით ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ამაზეც ერთად ვიმუშაოთ და ვნახოთ,რა არის პრიორიტეტი და სამოქმედო გეგმა, რაზეც შეიძლება, ერთად შევთანხმდეთ", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ ტოლერანტობა საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა, თუმცა გარკვეული ჯგუფები ამ ერთიანობის დარღვევას ცდილობენ, რასაც ვერ შეძლებენ.

„სულ ვფიქრობთ, რას ველოდოთ, რას მოგვცემს ეს მთავრობა, ევროპა ან ამერიკა. ხელგაშლილი ვდგავართ და ველოდებით, თან ვამბობთ, რა გვეშველება. მოვდივარ, რომ გითხრათ და ერთად ვთქვათ, რომ გვეშველება, ვუშველით ჩვენს თავს დაარამხოლოდ ვუშველით, არამედ ჩვენ ევროპაშიც გვაქვს სათქმელი. იქ გვაქვს ტოლერანტობა, რაც არსებობს ამ ქვეყანაში.

ჩემთან მოვიდა ჯერ აზერბაიჯანელი ქალების წარმომადგენელი, შემდეგ სომეხი ქალი. ჩვენ ვცხოვრობთ ერთად და გვაქვს ერთმანეთის პატივისცემა. ეს მსოფლიოში და თუნდაც ევროპაში რაღაც გამონაკლისი იშვიათობა გახდა, მაგრამ ჩვენეს საუკუნეების მანძილზე შევინარჩუნეთ. თუმცა ვიღაცები ცდილობენ ეს ერთიანობა დაარღვიონ, თუმცა ამას ვერ შეძლებენ, ეს მხოლოდ მტერს თუ სურს.

ჩვენ ვართ ძლიერი ქალები, ვართ ძლიერი ქვეყანა, რადგან ერთად ვართ. თქვენ ჩემთან ერთად იქნებით საქართველოს ქალი პრეზიდენტები", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42