თბილისის საქალაქო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, ევროპული საქართველოს სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით, ეს შედეგი პოლიტიკურად ნაკარნახებია.
„სასამართლომ არ დააკმაყოფილა ევროპული საქართველოს სარჩელი და საარჩევნო დღედ დატოვა სამუშაო დღე, რითაც მნიშვნელოვანი შეფერხება ექნება ამომრჩეველს საარჩევნო უბნებზე გამოცხადებასთან დაკავშირებით. ქართული ოცნების და ივანიშვილის არჩევანი იყო მარტივი, მათ და მათ კანდიდატს, ზურაბიშვილს არჩევნებში წაეგო ისე, რომ ამომრჩეველი არ გაწვალებულიყო დამატებით. თუმცა, ამჯერად ივანიშვილის არჩევანი არის, წააგოს არჩევნები, მაგრამ გააწვალოს და შეფერხებები შეუქმნას ამომრჩეველს. ის, რომ არჩევნების მეორე ტურის შედეგები იქნება ივანიშვილის და ზურაბიშვილის გარდაუვალი მარცხი, ეს ცალსახაა იმიტომ, რომ ამომრჩევლის ნებას განაპირობებს არა საარჩევნო დღედ სამუშაო ან არასამუშაო დღის დაწესება, ან ამომრჩევლის შეშინება თუ მოსყიდვა, არამედ ის სიტუაცია, რაც ქვეყანაში გვაქვს,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






