მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შემუშვებული ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, ქრონიკული დაავადებების მკურნალობასთან ერთად, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაა, რომელიც მოახდენს სხვადასხვა მძიმე დაავადებათა პრევენციას და ადრეულსტადიაზე მათ გამოვლენას.
„ჩვენი ჯანდაცვის პროგრამა, სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებთან ერთად, ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას, დაავადებათა პრევენციას და პროფილაქტიკას. ეს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის ხშირ და საფუძვლიან შემოწმებას და შესაბამისად, დაავადებათა თავიდან აცილებას ანადრეულ სტადიაზე გამოვლენას. ეს იმას არ ნიშნავს რომ არ უნდა მოხდეს უკვე დაავადებული ან მძიმე პაციენტების მკურნალობა. არამედ, პირიქით, ჩვენიხედვით, უნდა გაფართოვდეს ონკოლოგიური პროგრამა, რომელიც სკრინინგის გარდა მოიცავს დაავადების ყველა ეტაპზე, ყველა სტადიაში, ყველა მეთოდითმკურნალობას და მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან."- განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






