"ქართული ოცნება" საარჩევნო კომისიებში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების გადაბირებას ცდილობს (ვიდეო)
პოლიტიკა - 15:51, 17 Nov, 2018     1027

ქართული ოცნება საარჩევნო კომისიებში ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლების გადაბირებას ცდილობს.

კონკრეტული ფაქტის შესახებ კურიერს მარნეულის კომისიის წევრი უყვება, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენელმა სახლში მიაკითხა და ოპოზიციის ნაცვლად ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მოსთხოვა.

ქართული ოცნების წარმომადგენელმა მას ასევე დაავალა, რომ კომისიის წევრებთან ერთად, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ნათესავების ხმების მობილიზებაც მოეხდინა.

„ჩვენ შემოგთავაზებთო ფულსო, რამდენი გინდაო ფულიო, რომ გადმოხვიდე ჩვენთან ოცნებაშიო. მე, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, მაგრამ ამათ ჩემს უარს არ მიაქციეს ყურადღება, ალბათ და კიდევ გნახავთ ქალბატონოო,“ - ამბობს კომისიის წევრი.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ზეწოლის ასეთი მეთოდებით არჩევნების გაყალბებას ქართული ოცნება თითქმის ყველა რეგიონში ცდილობს.

„პირველ ტურზეც ძალიან ბევრი ფაქტები დაფიქსირდა, სადაც იყო შემთხვევები ჩვენი კომისიის წევრებს და წარმომადგენლებს აშინებდნენ. ასეთი იყო, მაგალითად, მე-13 უბანზე, სადაც თვითონ დეპუტატი შევიდა და ემუქრებოდა ჩვენს წარმომადგენელს, რომ, თუ იაქტიურებდა, არჩევნების შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდებოდა. ეს გაგრძელდა მეორე ტურთან დაკავშირებითაც. ახლა ვხედავთ, რომ ჩვენი კომისიის წევრებს სთავაზობენ თანხას, ზოგიერთ მათგანს ემუქრებიან,“ - ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, რაგიმ ასკეროვი.

წყარო: რუსთავი 2







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42