პრემიერ-მინისტრი ზემო ფონიჭალაში სამაშველო სამუშაოებში მონაწილე მეხანძრე-მაშველებს შეხვდა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ პრემიერის უშუალო დაქვემდებარებაში ვართ და ყოველთვის ვგრძნობთ მხარდაჭერას, რაც გამოიხატება მაგალითად ბიუჯეტის გაზრდაში. რეალურად, დღევანდელი შეხვედრაც იმას ემსახურებოდა, რომ თანადგომა ყოფილიყო გამოხატული. ჩვენ ასევე ჩართული ვიყავით, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ ყოფილიყო შესული თავიანთ სახლებში, რათა ნივთები გამოეტანათ. რაც შეეხება ფულად ჯილდოებს, ეს სტანდარტი უკვე დამკვიდრებულია, რომ ყველა იმ მაშველს, რომელიც ჩვეულებრივზე საფრთხის შემცველ საქმეს შეასრულებს, ან გამორჩეულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, ამას ყოველთვის ვაკეთებთ და ამ შემთხვევაშიც ასე იქნება", - განაცხადა ხუციშვილმა.
15 ნოემბერს, ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა. უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები






