ცრუ ინფორმაციები და შავი პიარი - ყალბი ახალი ამბების ნათლიმამის სახელით ცნობილი მოშე კლუგჰაფტი საქართველოში
პოლიტიკა - 22:19, 17 Nov, 2018     3901
შავი პიარის სპეციალისტების ჯგუფი საქართველოში. რა მიზნით ჩამოიყვანეს ქვეყანაში შავი პიარის და ყალბი ახალი ამბების მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტი, ამ კითხვით კურიერმა ქართულ ოცნების პრესამსახურს ოფიციალურად მიმართა, თუმცა, პასუხი ვერ მიიღო. დღეს კი სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ მოშე კლუგჰაფტი საქართველოში ივანიშვილის პარტიამ ჩამოიყვანა.


კურიერმა სასაზღვრო პოლიციიდან მოიპოვა კლუგჰაფტის ქვეყანაში შემოსვლასა და გასვლის დოკუმენტაცია. ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ მან საქართველო 8 ნოემბერს დატოვა, თუმცა, რამდენიმე დღეში ისევ უკან უკვე 1-კვირიანი ვიზიტით დაბრუნდა.

კლუგჰაფტი ერთ-ერთი ძვირადღირებული პიარ სპეციალისტია. რამდენს იღებს საქართველოში ებრაელი სპეციალისტი, უცნობია. ქართულ ოცნებას ეს ხარჯები დოკუმენტებში გაწერილი არა აქვს და არც სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც არჩევნებზე ხუთი მილიონ ხუთასი ათასი უკვე დახარჯა.

"აგრესიული" - ასე ახასიათებენ გავლენიანი გამოცემები ოცნების ახალ იდეოლოგს, მოშე კლუგჰაფტის. ის მსოფლიოში შავი პიარის გურუდ და აგრესიული კონკურენტის ნათლიმამადაა მიჩნეული. ის არჩევნების დროს ოპონენტების დისკრედიტაციისთვის ყველაზე რადიკალურ მეთოდებს იყენებს.

საერთაშორისო მედიის ყურადღება მოშე კლუგჰაფტმა 2014 წელს ისრაელში გამართული წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიიქცია. 350 ათასი დოლარის სანაცვლოდ მან პრემიერ მინისტრის, ბინიამინ ნეთანიაჰუს, გუნდის პიარ სტრატეგია დაწერა. კლუგჰაფტის გეგმის მთავარი იარაღი სოციალური მედია იყო. ის ყალბ ვებ-გვერდებსა და facebook ანგარიშებს ქმნიდა, მათი მეშვეობით კი ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას კონკურენტი მემარცხენე პარტიის მიმართ. კლუგჰაფტი ანაზღაურების სანაცვლოდ არც არასამთავრობო სექტორზე თავდასხმას ერიდება.

ექსტრემისტი ჯგუფებისა და დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობდა არჩევნებში მმართველი გუნდისთვის გამარჯვების მოპოვებას მოშე კლუგჰაფტიავსტრიაშიც. ნახევარი მილიონი დოლარის სანაცვლოდ, მისმა გუნდმა ავსტრიის სახალხო პარტიის ლიდერის, სებასტიან კურცის, წინააღმდეგ ღირსებისშემლახველიკამპანია სოციალური ქსელებისა და ყალბი ახალი ამბების გავრცელებით სცადა. თუმცა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოშე კლუგჰაფტის პიარსტრატეგიის შესახებ ინფორმაციამ ავსტრიულ მედიაში გაჟონა. სკანდალის შემდეგ კი, პარტია რომელსაც ქართული ოცნების იდეოლოგი პიარს უკეთებდა, დამარცხდა.

სამართლიანი არჩევნები ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ სოციალურ მედიას მონიტორინგს უწევს. მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ მეორე ტურის წინ ე.წ. ბოტები და ყალბი facebook გვერდები გააქტიურდა.

ყველაზე ნეგატიური წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოში - პიარტექნოლოგები ფიქრობენ, რომ ამ ფორმულირებით ჩაიწერება მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდი ისტორიის სახელმძღვანელოებში.

სოციალურ მედიაში ყალბი მხარდამჭერი გვერდები ახალი დასახელებით და ძველი, ბინძური მეთოდებით სავარაუდოდ, არჩევნებამდე კიდევ უფრო გამრავლდება.

წყარო: რუსთავი 2




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42