კოოპერატივები დაგვეხმარება, გავზარდოთ სოფლის მეურნეობის სექტორის პროდუქტიულობა - გიორგი ქობულია
პოლიტიკა - 21:25, 16 Nov, 2018     899
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ახალციხის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ხიზას" ეწვია და საწარმოო პროცესს გაეცნო. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ხიზა" 64 მეპაიეს აერთიანებს, რომელთა საკუთრებაში არსებული საქონლის რაოდენობა ჯამში 500 ფურზე მეტს შეადგენს.


კოოპერატივი ჩართულია „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის" სახელმწიფო პროგრამაში, რომლის მეშვეობითაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრებს საშუალება აქვთ საკუთარ საწარმოში აწარმოონ რძის პროდუქტები, შემოსავალი კი უკვე რძის პროდუქტების რეალიზაციიდან მიიღონ.

„კოოპერატივი „ხიზა" წარმატებული მაგალითია, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი მსგავსი ტიპის ფერმერული გაერთიანება გვჭირდება. ისინი ჩვენ დაგვეხმარება, გავზარდოთ სოფლის მეურნეობის სექტორის პროდუქტიულობა. ამიტომ მოვუწოდებ ფერმერებს, გაერთიანდნენ კოოპერატივებში. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი გზა ჩვენი სოფლის მეურნეობის სექტორის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიმართულებით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კოოპერაციული საწარმოს დათვალიერების შემდეგ, რომელიც განთავსებულია 300 კვადრატული მეტრი ფართობის სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამის შენობაში.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ხიზას" საწარმო „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედებს. საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 3 ტონას შეადგენს, უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებას. საწარმოში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი (HACCP). საწარმო „ხიზამ" სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით ასევე მიიღო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ხიზას" წარმოებული სულგუნი, იმერული ყველი და შებოლილი სულგუნის ჩხირები, რომლის ბრენდინგი USAID/REAP-ის პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა, გაყიდვაშია თბილისის სუპერმარკეტებში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია კოოპერატივ „ხიზას" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძესთან ერთად ეწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42