გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო ვითარება განიხილეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან არჩევნების პირველ ტურში დაფიქსირებული დარღვევები და მეორე ტურში მოსალოდნელი გაყალბების მცდელობები განიხილეს. ვაშაძის თქმით, საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის ურთიერთობასა და პარტნიორობას:
„რა თქმა უნდა, მოვუყევით ყველა იმ დარღვევაზე, რასაც ადგილი ჰქონდა პირველ ტურში და იმ გაყალბების მასობრივ მცდელობაზე, რომელსაც ხელისუფლება ახლა გეგმავს და უწევს ორგანიზაციას გამალებით. განსაკუთრებით, საინტერესო იყო ის, რომ ელჩს აინტერესებდა გაერთიანებული ოპოზიციის სამომავლო გეგმები.“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






