პასუხისმგებლობა არის ვერტიკალური და უკანონო ბრძანების გამცემ პირებზე შეიძლება ჩვენ ვიმსჯელობთ, თუ ვინ გასცა უკანონო ბრძანება - ეკა ბესელია
პოლიტიკა - 16:40, 16 Nov, 2018     867
ივანიშვილის პარტია ჯართან დაპირისპირების ახალ სერიას იწყებს - ამჯერად „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მათ, ვინც აგვისტოს ომის დროს ქვეყანას სიცოცხლის ფასად იცავდა, უმძიმესი ბრალდება წაუყენეს და საკუთარი თანამებრძოლების ღალატში ადანაშაულებენ.


კახა კალაძე და გიორგი ვოლსკი ამბობენ, რომ სამხედროებმა ფრონტის ხაზზე გარდაცვლილი და დაჭრილი მეგობრები მიატოვეს და რომ არა პატრიარქი ცხედრების გამოსვენება შეუძლებელი იქნებოდა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ამბობს, რომ ჰააგაში შესაძლოა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც იძლეოდა ბრძანებებს საომარი მოქმედებების დროს, თუმცა ბესელიას თქმით, მმართველი პარტიის მიზანი არ არის მიხეილ სააკაშვილის გასამართლება.

„სამხედროების და ჯარისკაცების მისამართით გადატანა პასუხისმგებლობის სიმძიმის, ეს არის წითელი ხაზი... პასუხისმგებლობა არის ვერტიკალური და უკანონო ბრძანების გამცემ პირებზე შეიძლება ჩვენ ვიმსჯელობთ, თუ ვინ გასცა უკანონო ბრძანება,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია აგვისტოს ომთან დაკავშირებით ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებს.

„რაც შეეხება ომთან დაკავშირებულ გამოძიებას, ქალბატონ პროკურორ ბენსუდას უნდა კითხოთ და ის იტყვის თავის დროზე რა დაადგინა და რა გამოიკვლია. ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ძალიან უღირსად მოიქცა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის, აგვისტოს ომში... არ არის სასიამოვნო მოსასმენი და არც საყურებელი არ იყო არცერთი ქართველისთვის იოლი, როდესაც მიწაზე გართხმული პრეზიდენტი იხილა მსოფლიომ ომის დღეებში და მათ შორის იმ ჯარისკაცებმა, რომლებიც იქ ეწირებოდნენ,“ - განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელია ასევე, იხსენებს აგვისტოს ომის დროს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და ამბობს, რომ მაშინ ოპოზიციამ მორატორიუმი გამოაცხადა და ხელისუფლების მისამართით კრიტიკული განცხადება არ გაუკეთებიათ.

„იმ დღეებში იბრძოდა ჩემი ოჯახის წევრი, რომელიც კომანდოს ბატალიონში იყო ჩემი დის მეუღლე, რომელიც იმ დღეებში იქ იყო, შუა საბრძოლო ცენტრში. ჩვენ პოლიტიკოსები, რომლებიც მაშინ ვიყავით სააკაშვილის ხელისუფლების ძლიან მკვეთრი ოპოზიცია, შევთანხმდით, რომ მორატორიუმი გამოგვეცხადებინა ომის დღეებში და არცერთი კრიტიკული განცხადება არ გაკეთებულიყო ხელისუფლების საწინააღმდეგო,“ - აცხადებს ბესელია.

ბესელიას თქმით, რუსეთის მისამართით აგვისტოს ომის დროს მისი მხრიდან ყოველთვის შეუვალი და მკვეთრი განცხადებები კეთდებოდა.

„ყოველთვის მკვეთრი იყო ეს განცხადებები ჩვენი მხრიდან, ყოველთვის შეუვალი იყო, ყოველთვის სახელმწიფოებრივი იყო, განსხვავებით იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც იმ პერიოდში ქვეყანას მართავდა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ჩადიოდა,“ - ამბობს ბესელია.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42