კალაძემ დღეს ოპოზიცია სიცრუეში დაადანაშაულა იმასთან დაკავშირებით, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში შესაძლოა ქართველი სამხედროები გასამართლდეს.
„კახა კალაძეს თითების შვერის ნაცვლად, უნდა ეყოს ვაჟკაცობა, გამოვიდეს და თქვას, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ომი არ დაუწყია და ეს ერთი და იგივეა, და დადგნენ ამ ვიწროპარტიულ ინტერესებზე, პოლიტიკურ ბოღმაზე მაღლა,“ - განაცხადა კახიძემ.
ოთარ კახიძე ამბობს, რომ თუ ჰააგის სასამართლოში რომელიმე სამხედრო გასამართლდება, მაშინ ეს ქვეყნის იმიჯს დააზარალებს.
„თუ ვინმემ გაამტყუნა ქართველი სამხედროები, მაშინ გამტყუნდება საქართველო, ვინაიდან ეს სამხედროები ინდივიდუალურ, დამოუკიდებელ მოქმედებებს არ ახორციელებდნენ, ისინი მოქმედებდნენ მაშინდელი ხელისუფლების, მაშინდელი საქართველოს ხელმძღვანელობის დავალებით...
ჰააგის ტრიბუნალს საქმე წულუკიანმა გადასცა. ხომ ვიცით, რომ თქვა, რომ მე აქ ვეღარ ვიძიებ, თქვენ გამოიძიეთო. რატომ გააკეთა ეს, რატომ დააყენა საფრთხის ქვეშ, რატომ გარისკა, მე ვეჭვობ, რომ აქ ძალიან მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






