"რას აკეთებთ? ან სახელმწიფო იცით, რა არის, ან სახელმწიფო ინტერესი?"- ვაშაძე სამხედროების შესაძლო გასამართლებაზე „ოცნების“ ლიდერების განცხადებას შემაშფოთებელს უწოდებს
პოლიტიკა - 15:43, 16 Nov, 2018     1184
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე შემაშფოთებელს უწოდებს „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან აგვისტოს ომსა და ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველი გუნდი თავის განცხადებებში ქართველ სამხედროებს და საქართველოს სახელმწიფოს ერთმანეთისგან აცალკევებს და ამით დიდ საფრთხეს უქნის როგორც თავად სამხედროებს, ასევე დეოკუპაციის პოლიტიკასაც. ვაშაძე „ოცნებას“ იუსტიციის მინისტრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ თეა წულუკიანი თავისი უწყებით სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.


“საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს, „ქართული ოცნება“ გადავიდა აღვირახსნილ სიცრუეზე, მათი დღევანდელი განცხადებები ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით აღარანაირ ნორმაში არ ჯდება. დღეს კალაძემ განაცხადა, რომ თითქოს ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ჰააგის სასამართლომ შეიძლება გამოიძიოს კონკრეტული სამხედროების საქმეები, ბატონო კახი მოუსმინეთ თქვენი იუსტიციის მინისტრის განცხადებას, უფრო მეტიც წულუკიანმა ჩაიდინა დანაშაული და განაცხადა, რომ ეს სამხედროები და სახელმწიფო არაფერ კავშირში არ არიან ერთმანეთთან, თითქოს ეს გმირები იყვნენ ვიღაცები. 2015 წელს ქალბატონმა წულუკიანმა გააგზავნა წერილი ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში სადაც თქვა, რომ ქართულმა მხარემ შეწყვიტა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რა მიზნით? ძალიან კარგად იცოდა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო სწორედ ჩვენი სამხედროების წინააღმდეგ დაიწყებდა გამოძიებას ამის შემდეგ. რამდენიმე თვეში კი ეს გამოძიება ისევ გაანახლა, ეგონა, რომ ეს შეუმჩნეველი დარჩებოდა. უფრო მეტიც ბატონო ქართული ოცნების ლიდერებო, წლევანდელი წლის აგვისტოში სამოქალაქო სექტორმა პირდაპირ მოგიწოდათ, რომ დაუშვებელია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისა და კანდიდატების მხრიდან 2008 წლის ომის საკითხებით სპეკულაცია, რადგან ამან შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ომით დაზარალებული პირებისთვის სამართლიანობის აღსრულებას, ეს ყველამ მოგიწოდათ და რას აკეთებთ საერთოდ? ან სახელმწიფო იცით რა არის? ან სახელმწიფო ინტერესი? ხომ არ შეიძლება თქვენს პერსონალურ ინტერესებს გადააყოლოთ ქვეყანა? ხომ არ შეიძლება რომ შენნი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდე ყველა ნაბიჯით. ეს არის გამოუსწორებელი შედეგები, რაც შეიძლება საქართველომ იწვნიოს დეოკუპაციასთან მიმართებაში. არ შეიძლება სამხედროებს ხაზი გადაუსვათ ხალხო. ძალიან გთხოვთ გონს მოეგეთ, ეს თქვენი განცხადებები ისევ რუსეთის მიერ იქნება გამოყენებული, როგორც თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატის სიტყვებია გამოყენებული, იმედი მაქვს, რომ ვერაასდროს ეღირსება ეს ქალბატონი პრეზიდენტობას. ხალხო, არსებობს ქვეყანა, სახელმწიფო ინტერესი და სამშობლო, არ შეიძლება ხაზი გადაუსვათ ამ ყველაფერს. შეეშვით ამ კატასტროფას.კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენი იუსტიციის მინისტრი გაათავისუფლეთ თანამდებობიდან და ჩააბარეთ ვინმე ნორმალურს ეს საქმე. ხომ არ შეიძლება ქვეყნის წინააღმდეგ საკუთარი იუსტიციის სამინისტრო მოქმედებდეს, რასაც ის აკეთებს 2015 წლიდან.“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42