"სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში" - ევროპის საბჭომ კვლევის შედეგები წარადგინა
პოლიტიკა - 12:56, 16 Nov, 2018     995

16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, ევროპის საბჭომ წარადგინა კვლევა „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: საზოგადოების განწყობა და ინფორმირებულობა.“

ანგარიში მოიცავს ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევის, სიღმისეული ინტერვიუებისა და ფოკუსჯგუფების შედეგებს, რომლებიც ჩატარდა 2018 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში. კვლევაში წარმოდგენილია საზოგადოების აღქმა და ინფორმირებულობაისეთ საკითხებზე, როგორიცაა მრავალფეროვნება ქართულ საზოგადოებაში; უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებები; დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის გავრცელების მასშტაბები ქართულ საზოგადოებაში და მათი გავლენა კონკრეტულ ჯგუფებზე; დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ არსებული ეროვნული კანონმდებლობა; სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და მათი ეფექტიანობა; აღნიშნულ საკითხებზე სხვადასხვა აქტორის მუშაობა.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 56% ფიქრობს რომ მრავალფეროვნება ქვეყნისთვის დადებითი მოვლენაა. თუმცა, 36% მიიჩნევს, რომ მრავალფეროვნება უარყოფითი მოვლენაა, რისი ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ იგი „საფრთხეს უქმნის ჩვენს კულტურას და ტრადიციებს.“

ზოგადად, უმცირესობებს შორის ყველაზე პოზიტიური განწყობა არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ. შედარებით ნეგატიურია დამოკიდებულება რელიგიური უმცირესობების, ევროპის გარეთ ქვეყნებიდან მიგრანტების და ლგბტ თემის მიმართ.

ქვეყანაში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს პრობლემად მიიჩნევს, დაახლოებით, სამიდან ერთი ადამიანი, ხოლო სიძულვილის ენას - ორიდან ერთი. რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის მსხვერპლები ყველაზე ხშირად ლგბტ ადამიანები არიან. ლგბტ თემის შემდეგ, ასევე ასახელებენ იეჰოვას მოწმეებს და მიგრანტებს ევროპის გარეთ ქვეყნებიდან.

ზოგადად, უმრავლესობის ჯგუფების მიერ უმცირესობათა პრობლემების აღქმა მნიშვნელოვნად განსხვავდება უმცირესობების აღქმისგან იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი აწყდებიან.

ადამიანები საშუალოდ ინფორმირებულნი არიან დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ არსებული ეროვნული კანონმდებლობის შესახებ. 23% იცნობს კანონს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. 23% ფიქრობს, რომ საქართველოში არსებობს დამატებითი სასჯელი დანაშაულისთვის, რომლის მიზეზიც ისაა, რომ მსხვერპლი რომელიმე უმცირესობის ჯგუფის წარმომადგენელია, მაშინ როდესაც 41% ფიქრობს, რომ მსგავსი დამატებითი სასჯელი არ არსებობს.

რაც შეეხება დარღვეული უფლებების აღმდგენ მექანიზმებს, ზოგადად, მოსახლეობის ნახევარმა იცის, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ან სიძულვილის ენის მსხვერპლს შეუძლია, მიმართოს პოლიციას, სასამართლოს და სახალხო დამცველის ოფისს.

კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება ევროპის საბჭოს ცნობიერების ამაღლების კამპანიისთვის თანასწორობის, ანტი-დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებების შესახებ. კამპანია ტარდება პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში.

პრეზენტაციას დაესწრნენ მთავრობის, პარლამენტის, საელჩოების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კვლევა ჩატარდა CRRC საქართველოს მიერ პროექტისთვის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში.“

პროექტი „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016 – 2019 წწ სამოქმედო გეგმის ქვეშ ხორციელდება. პროექტი ოფიციალურად 2018 წლის ივნისში დაიწყო და გაგრძელდება 2021 წლის დეკემბრამდე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42