„ჩვენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სამ კონკრეტულ თემაზე ვესაუბრებით. პირველი ეს არის ძალადობა, ახალქალაქის კონკრეტული მაგალითი, როცა ჩვენი შტაბის წევრებს თავს დაესხნენ და კომისიაში დამკვირვებლებს, მარნეული, კასპი და სამწუხაროდ, ამას განგრძობადი ხასიათი აქვს. მეორე, ეს არის საარჩევნო თარიღი, რომელზეც უზარმაზარი მანიპულაცია მოახდინა „ქართლმა ოცნებამ“ და მისი დაკვეთით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. კონკრეტულად კანონებს ვაჩვენებთ დიპლომატებს, როგორ დაირღვა საქართველოს კანონები და ეს ყველაფერი ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს სასამართლოში და მესამე, ეს არის მასობრივი მოსყიდვის ფაქტები, რომელიც დღეს საქართველოშია,“ - განაცხადა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანი, თინათინ ბოკუჩავა, ცესკო-ს მიერ არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს. ბოკუჩავას თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილის დავალება შეასრულა.
„ცეკსო-მ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც შეასრულა ივანიშვილის დავალება და არჩევნები ჩაინიშნა შუა კვირაში, იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ათი ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში. მეორე, ეს არის ახალქალაქის ძალადობის თემა, რომელიც დაორგანიზებული იყო ენზელ მკოიანის და მისი შეიარაღებული დაჯგუფების მიერ და რომელიც პირდაპირ გაამართლა ხელისუფლებამ,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






