აფეთქება გუშინ 16 ნოემბერს ზემო ფონიჭალაში მოხდა. შემთხვევა სავარაუდოდ, გაზის გაჭონვამ გამოწვია, რის შედეგადაც დაშავდა 3 ადამიანი. 44 წლის ბაბუა, 24 წლის შვილი და 6 წლის შვილივილი, რომლებიც ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული და მათი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
საცხოვრებელ კორპუსში ნანგრევებში დედა და 9 თვის ჩვილი მოყვნენ და მათ სამძებრო სამუშაოებს რთული კონსტრუქციის ჩამონგრევა ართულებდა, რისთვისაც სამაშველო სამსახურის სპეციალური ტექნიკის გამოიყენება გახდა საჭირო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
ამ დროისთვის კორპუსი ევაკუირებულია და იქ მცხოვრები 23 ოჯახი 4 სხვადასხვა სასტუმროში არიან მოთავსებული.
მასალის გამოყენების პირობები






