"რა თქმა უნდა, დღეს ვერავინ ივარაუდებს, რა აქვს დაგეგმილი ქალბატონ ბენსუდას, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, ეს მხოლოდ იცის მან და მისმა გამომძიებლებმა, ამიტომ ჩემთვის ყოვლად გაუგებარია "ნაციონალური მოძრაობის" ყიჟინი ამ თემაზე. მე ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა რაც ვიცი, ვიცი ის, რომ საქართველოს "ქართული ოცნების" მთავრობა, "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობისგან განსხვავებით, ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ჯარის ღირსება იყოს დაცული, რომ ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვების საქმეები და ეპიზოდები გამოვაძიებინოთ, თუ ეს შეიძლება, მტკიცებულებების შეგროვებით შევძლოთ რომ ბენსუდამ დააყენოს რუსი სამხედროების და ასევე იმ ოსი მათი წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც შესაძლოა ქართველების ეთნიკურ წმენდაში იყო ჩართული. დანარჩენი ყველაფერი, რასაც აკეთებს "ნაციონალური მოძრაობა," ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტაცია."- განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






