„არ მინდა დავიჯერო, რომ ჰააგის სასამართლოში ხელისუფლება ვერ შეძლებს ისე დაიცვას საქართველოს ინტერესები, როგორც იმ გმირებს ეკადრებათ, რომლებიც ომში დაიღუპნენ,“ - წოწორია
პოლიტიკა - 16:11, 15 Nov, 2018     810
ნონა წოწორია, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა, როგორც ეროვნული მოსამართლე სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოში, ამბობს, რომ 1723 საქმიდან, სადაც რუსეთის მოქალაქეები უჩივიან საქართველოს, სტრასბურგმა 9 გამოყო.

როგორც "რუსთავი 2"-ს წოწორიამ განუცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბოლო შეკითხვების რაუნდი. სწორედ აქ ხედავს შესაძლებლობას ნონა წოწორია, რომ მოხდეს სტრასბურგისა და ჰააგას სასამართლოების კვეთა შეკითხვების თემატიკასა და ფორმულირებიდან გამომდინარე.


„ეს არის ზოგადი კითხვები, რომელსაც სასამართლო სვამს. ამასობაში კიდევ სვამს დამატებით კითხვებს ინდივიდუალურ საჩივრებთან დაკავშირებით. აქ სასამართლო ახსენებს, რამდენიმე ლოკაციას ცხინვალში. ეს ლოკაციებია მაგალითად #5 სკოლა, #6 სკოლა და არის ასევე შანხაის უბანი ცხინვალში და ყველაზე მთავარი, ერთ-ერთი საქმე ეხება რუსი სამშვიდობოს მკვლელობას. ეს ის თემაა, რომელიც პირდაპირ იურისდიქციაში შედის ჰააგის სასამართლოსთან. თუ ჰააგის სასამართლოში საქმე წარუმატებლად განვითარდა და საქართველოს ხელისუფლება იტყვის, რომ მე ვერ ვიძიებ ამას იმიტომ, რომ ჰააგის სასამართლოს გადავეცი, რა გამოდის რომ ეს სასამართლო დაელოდება ჰააგის გადაწყვეტილებას და პარალელურად ჰააგაში საქმის წარუმატებლად დამთავრებასთან ერთად, ეს საქმეებიც წარუმატებლად დამთავრდება. მე არ მინდა დავიჯერო, რომ ჰააგის სასამართლოში საქართველოს ხელისუფლება ვერ შეძლებს ისე დაიცვას საქართველოს ინტერესები როგორც ქვეყანას ეკადრება და როგორც ქართველ სამხედროებს და იმ გმირებს ეკადრებათ რომლებიც ომში დაიღუპნენ,“-განაცხადა ნონა წოწორიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42