გაერთიანებული ოპოზიცია თეა წულუკიანისა და დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს
პოლიტიკა - 16:10, 15 Nov, 2018     1017

ჰააგის სასამართლოში მიმდინარე პროცესი აგვისტოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშრებით - გაერთიანებული ოპოზიცია პასუხისმგებლობას იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს აკისრებს. ამის შესახებ განცხადება დრეს გამართულ ბრიფინგზე „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა:

„რუსეთის 2008 წლის სამხედრო ინტერვენციული აგრესიის შემდეგ, საქართველოს პროკურატურა 2012 წლამდე ძალების დაუზოგავად იძიებდა იმ დანაშაულებებს, რომელიც სეპარატისტულმა ბანდფორმირებებმა ჩაიდინეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე. 2013 წლის შემდეგ, ეს მუშაობა შენელდა, სანამ 2015 წლის მარტში მინისტრმა წულუკიანმა არ შეატყობინა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს, რომ საქართველო წყვეტს გამოძიებას, რის შემდეგადაც უკვე ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო ჩაერთო ამ საქმეში და მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო ეგრეთ წოდებული ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. საქართველოს სახელმწიფომ, მისი იუსტიციის მინისტრის სახით, ხელებს იბანს 2008 წლის ვეტერანებთან დაკავშირებით და აცხადებს მათ კერძო პირებად, რომლებმაც ინდივიდუალურად უნდა დაიცვან თავი მათ წინააღმდეგ, ოკუპანტი ქვეყნის არასამტავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ყალბი მასალების წინააღმდეგ.

ეჭვგარეშეა, რომ როგორც ეს არის დაგეგმილი რუსეთის ფედერაციის მიერ, თუ ამ საქმის მსვლელობისას, ეგრეთ წოდებული ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში, მოხდება ჩვენი ჯარისკაცების, რომლებიც „ართულმა ოცნებამ“ კერძო პირებად გამოაცხადა, საქმეების განზოგადოება საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ და შედეგად დავდგებით უმძიმესი საფრთხის წინაშე, როგორც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცთა ინდივიდუალურ ბედთან დაკავშირებით, ასევე ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით.

ე.წ. ოცნებამ და მინისტრმა წულუკიანმა შეძლეს წარმოუდგენელი, წინა ხელისუფლების დროს ოკუპანტი ქვეყნის პასუხისმგებლობის თემა, შემოატრიალეს ოკუპანტი სახელმწიფოს აგრესიის მსხვერპლის, საქართველოს საწინააღმდეგოდ, იმისათვის, რომ თავისი ვიწროპარტიული ინტერესები დაიცვან. იმისათვის, რომ შეინარჩუნონ თავისი თავი ხელისუფლებაში, იმისათვის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს შეუქმნან პრობლემები, მათ პრაქტიკულად ხელი შეუწყვეს მთელი საგამოძიებო პროცესის შემოტრიალებას, საქართველოს საწინააღმდეგოდ. იმ პირობებში, როდესაც რუსეთის ფედერაცია გამოვიდა რომის სტატუტიდან, რომ თავიდან აეცილებინათ პასუხისმგებლობა იმ დანაშაულებებზე, რაც მან ჩაიდინა ოკუპირებული ცხონვალის რეგიონში და დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე და ირიბი გზით, მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაცია კვლავ აგრძელებს სახელდახელოდ შექმნილი ეგრეთ წოდებული არასამტავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, საერტაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის ყალბი, ცრუ ინფორმაციის მიწოდებას.

ჩვენ, დღეს, სახეზე გვაქვს პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან ბრძოლის მიზნით, საკუთარი ჯარისკაცებისა და საკუთარი სახელმწიფოს მიმართ, საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი ცალსახა, ვერაგული აქტი. მინისტრ წულუკიანის განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, სასწრაფოდ არის გასაკეთებელი ორი რამ: მინისტრი წულუკიანი და მინისტრი ზალკალიანი უნდა გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან. ჩვენ არ გვაინტერესებს ეს ყველაფერი მოხდა მათი პროფესიონალური გამოუსადეგრობის გამო თუ გამიზნულად. სასწრაფოდ საჭიროა მათ თანამდებობებზე დაინიშნონ პროფესიონალი და ქვეყნის ინტერესების დამცველი ადამიანები“, - განაცხადა ვაშაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42