„ოცნების“ ჯოჯო იდეოლოგები და ნაკომუნისტარი ელიტა
პოლიტიკა - 15:05, 15 Nov, 2018     2616

ანალიტიკოსი და ტელეწამყვანი გოჩა მირცხულავა მიიჩნევს, რომ დღეს ქართული სახელმწიფო ორი უმთავრესი საფრხის წინაშე დგას: „პირველი, ეს არის - პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც მონაწილეობს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია და მეორე - უმნიშვნელოვანესი, მე ვიტყოდი ეგიზსტენციალური საფრთხე - ჰიბრიდული ომი და ამის შედეგად მიღებული მოცემულობა, რაც შესაძლოა, სამომავლოდ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის მოსპობით დასრულდეს.“

მირცხულავას თქმითვე, ამჟამად საქართველოს მოსახლეობა ორ ყრუ კედელს შორის არის მოქცეული.

მოდით, შევხედოთ რეალობას: ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალა ვერც კი აცნობიერებს, ან არ იმჩნევს, რომ ქვეყანაში კრიზისია. კრიზისია ნებისმიერი მიმართულებით - პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, სამართლებლივი. უმთავრესი კრიზისი კი ღირებულებითი, გნებავთ, იდეოლოგიური ხასიათისაა.

მმართველი პარტიის ლიდერი, ბატონი ივანიშვილი ასევე, არ ან ვერ ხედავს და გრძნობს იმას, რომ დღეს, ქართულ ოცნებასჭამს ის სისტემა, რომელიც მან შექმნა და რომელშიც ამ 6 წლის განმავლობაში საფუძლიანად ინტეგრირდა უამრავი პერსონისა და უცხო სახელმწიფოთა ინტერესები, უპირველეს ყოვლისა, რუსული ინტერესი.

აბსოლუტურად არგუმენტირებულად ვედავები ქართული ოცნებისპოლიტიკურ თუ პიარ მამებს - ხელისუფლებაში ყოფნის მეშვიდე წელს, ისევ წინა ცხრა წლით რომ გვაშინებთ“, რა ხდება? ნუთუ, ვერ ხვდებით, რომ ეს წამგებიანი და სწორედ თქვენს საწინააღმდეგოდ მომუშავე არგუმენტია? ახლა ხომ იდიოტიზმია იმაზე საუბარი, რომ მაშინ იყო უსამართლობა? მაშინ ვკითხულობ - ამ უსამართლობისთვის ვინ აგო პასუხი? თუ ვიღაცამ ჩაიდინა დანაშაული, მერე, სად არიან დამაშავეები? - ნაწილი თქვენთან და თქვენს გვერდით ხომ არა?

ზოგადად ეს ტაქტიკა არის უაღესად წამგებიანი, მაშინ როდესაც საპირწონეს ვერაფერს მეუბნები. როდესაც ვერ მესაუბრები შენს მიღწევებზე, რა შექმენი უკეთესი, როგორ გააუმჯობესე ქვეყნის ცხოვრება, როგორ დაახლოვე დაპირისპირებული საზოგადოება. და რომ მითხრა, იმაზე თუ გიფიქრია მე ამ მიღწევებს განვიცდი, ვგრძნობ და არის კი ჩემთვის ხელშესახები? როდესაც მეუბნები, რომ ეკონომიკა იზრდება და უამრავი ინდექსებით და კვლევებით ხარ წამყვან სახელმწიფოებზე წინ - მინუმუმ, თავი ლუზერი მგონია, როდესაც ვერ ვემსახურები ვალდებულებებს, მაცივარი ცარიელი მაქვს და შვილისთვის წიგნი ვერ შემიძენია.... არ გავაგრძელებ.

დღეს არსებული ვითარების ანალიზით ძალიან მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ, “ქართულმა ოცნებამხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, მხოლოდ იმაზე იზრუნა როგორ გაენიავებინა უდიდესი ნდობა, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ გამოუცხადა.

არაკომპეტენტურობა ნებისმიერ სფეროში, ნეპოტიზმი, პროტექციონიზმი გახდა ამ ხელისუფლების უმთავრესი მახასიათებელი, რომელმაც საკუთარი ნაყოფი გამოიღო. კორუფციამ უდიდესი მაშტაბები შეიძინა, მაგრამ ესეც არ არის მთავარი. მთავარია, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ეზისტენციალური საფრთხეების გააზრება. ამ უმთავრესი საფრთხის წამხალისებელი გახდა თავად - როდესაც ვერ შეძლო მოსახლეობისთვის ეროვნული ერთიანებოს იდეის შეთავაზება და სანაცვლოდ თანაარსებობა შესთავაზა ათასი სჯულის ნაძირალას, რომლმაც წინა ხელისუფლებებს გამოაცალარსებობის საფუძველი.

ხელისუფლების ჯოჯო იდეოლოგებმა პოლიტიკური არსებობის უმთავრეს წყაროდ აქციეს წინა ხელისუფლების მმართველი პარტია და მას დღემდე იყენებენ საფრთხობელად, მოსახლეობის დაშინებისა და დაშანტაჟების მთავარ მექანიზმად და მაშინ, როდესაც ხელისუფლების და არა სახელმწიფოს უმთავრესი საფრთხე მის მიერ შექმნილი სისტემაა, რომლისგანაც თავის დაღწევას ვერანაირად ახერხებს.

ბატონმა ივანიშვილმა დაუშვა უდიდესი შეცდომა, როდესაც საკუთარ მთავარ დასაყდენ ძალად მიიჩნია ნაკომუსტარი - უკიდურესად ცუდი გაგებით ვსაუბრობ - ელიტის წარმომადგენლები და მათი მემკვიდრეები, ბიოლოგიურ მემკვიდრეობაზე არ ვსაუბრობ. ეს ნაკომუნისტარი ელიტა, დღეს მას უდიდეს ტვირთად აწევს. უფრო მეტიც, იგი ამ ტვირთის სიმძიმეს რეალურად ვერ უძლებს. კიდევ უფრო მეტად საშიში აღმოჩნდნენ გუნდში ინტეგრირებული ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი პოლიტიკური თუ ეკონომიკური და სოციალური არსებობის მისაბაძ მაგალითად სწორედ ეს არქაული - ნაკომუნისტარი ელიტური კასტა აქციეს. ბარემ, აქვე განვმარტავ ზედმეტი კითხები რომ არ დარჩეს, ამ ნაკომუნისტარში ვგულისხმობ რუსული ინტერესების გამტარებელ ნომენკლატურას და ასევე ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის იმ ნაწილს, რომლისთვისაც მზე დღესაც ჩრდილოეთიდან ამოდის და რომლებიც ნებისმიერი ხელისუფლებისგან პირად კომფორტს და კეთილდღეობას ითხოვენ. მოკლედ, დღეს ამ ტვირთს და ბალასტს ივანიშვილი უდიდესი წნეხის ქვეშ ჰყავს და რეალურად გასრესას უპირებს.

ამ ვითარებაში წინა პლანზეა ქვეყნის ეზისტენციალური საფრთხე - დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა.

სამწუხაროდ, წინასაარჩევნო პერიოდმა და არჩევნების პირველი ტურის შემდგომმა პროცესებმა თვალნათლივ დაგვანახა, თუ რამდენად ოსტატურად, ვიტყოდი, ფილიგრანულად მანიპულირებს რუსეთი ქართველი პოლიტიკოსებით თუ პოლიტიკური ძალებით. ჩვენ მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ურთიერთბრალდებების კორიანტელში, სადაც აზრი არ აქვს ტყულ-მართალის გარკვევას, არჩევანს ე.წ. პრორუსულ პოლიტიკოსებს შორის ვაკეთებთ, რომლებიც თავად ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ პროდასავლურები არიან, მაგრამ ტალახი ერთმანეთისთვის უკვე ნასროლია და საზოგადოებაში არც არის იმის სურვილი, გაარკვიოს ვინ მტყუანია და ვინ - მართალი. პირიქით, გრძელდება ამ მოცემულობის ტორპედირება“, - აცხადებს მირცხულავა.

ამასთნ, ანალიტიკოსი ხელისუფლებას რიტორიკულ კითხვას უსვამს - ტრისტან წითელაშვილი, იგორ გიორგაძე, გოჩა ძახოხოვი უჭერენ მხარს ქალბატონ ზურაბიშვილს და ესენი სიტემის მსხვერპლნი არიან?

ვინ? - გიორგაძე, რომელმაც წინის წინა პრეზიდენტს მოუწყო ტერატქი და ამის სასამართლო განაჩენი არსებობს? წითელაშვილი, რომელიც რუსეთის ინტერესების სასარგებლო საქმიანობაში იყო მხილებული და თუ ის მხილება მიაჩნია ვინმეს არასწორად, მაშინ ამ პერსონის შემდგომ საქმიანობას დააკვირდეს. იქნებ, ძასოხოვი, რომელიც სეპარატისზმის ერთ-ერთი დამფინანსებელი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მომთხოვნი პერსონაა? ყველაფ ამის მერე, ვინმე მეტყვის, რომ სალომე ზურაბიშვილს საერთოდ ჰყავს პროგრესული პიარგუნდი, რომელიც საღად აზროვნებს? როდესაც რეჟიმის მსხვერპლს ამბობ და ამით ამართლებ ამ ადამიანების “გულწრფელ” აღტკინებას და მხარდაჭერას, ჩემთვის გასაგები ხდება თუნდაც ის, რა მიზნები ამოძრავებთ ამათ და მისთანებს და, რა თქმა უნდა, როდესაც ამათაგან არ დისტანცირდები და მხვერპლად წარმომიდგენ ვხედავ, რაოდენ გიჭირს პოლიტიკურადაც, რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც.

რისი ბრალია საკითხის ასე გააზრება და ამ პერსონების მკერდში ჩაკვრა - პოლიტიკური უმწიფრობის? იქნებ, „ქართული ოცნებისშიგნით მოკალათებულ უცხო ქვეყნის ინტერესების გამატარებელი პირების მიერ დავალებების პირნათლად შესრულებაა? საერთოდ, რატომ უნდა დამიტოვო ეს “რუსული” განცდა?

მირცხუალავა ამბობს, რომ პრეტენზიები აქვს ოპოზიციასთნაც: ვაშაძის მოწინააღმდეგე ან გაუკვევლობაში მყოფ ელექტორატს განუმარტა ვინმემ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი რა დოზით იქნება ისევ მესამე პრეზიდენტი? არადა, ოპონენტების უმეტესი ნაწილი ხომ სწორედ ამაზე აპელირებს. უთხრა ვინმემ ოპონენტებს და გაურევლობაში მყოფ ამომრჩევლებს პასუხი კითხვაზე - მიშა ხომ არ გახდება რუსეთის გაღიზიანებისა და შემდგომი უბედურებების საფუძველი? უფრო მეტიც, როდესაც სისხლიან ცხრა წელზე აპელირებს ხელისუფლება საკუთარი კონკურენტის წინააღმდეგ, რა მკვეთრად გამოხატული არგუმენტი დაიდო, რომ არანაირი შურისძიება, რევანში ან წარსულის უბედურებები არ განმეორდება? მოკლედ, საარჩევნო და პრტექნოლოგიების თავლსაზრისით, რამაც უნდა დაანაყროს ამომრჩეველი, ორივე მხარის მიმართ არის კითხვები. ცხადია, რომ ამ კითხვებს ამომრჩეველი თავადაც გასცემს პასუხს, მაგრამ ამდენი პასუხიგაუცემელი არგუმენტისა და კითხვის დროს შეცდომის ალბათობა იზრდება.“

გოჩა მირცხულავა სამართლიანობის საკითხში სარალიძე-მაჩალიკაშვილის თემასაც ეხება: ძალიან, ძალიან მაინტერესებს, ვინ ურჩია ბატონ ივანიშვილს, რომ ეთქვა სარალიძე ნაციონალებისკოორდინატორი იყოო. და ამით მერე რა? ამ ქვეყანაში ვინმე იბადება პარტიული კუთვნილებით და კონსტიტუციაში წერია, რომ ნაციონალებისმიმართ კანონის დარღვევა შესაძლებელია? დიახ, სარალიძისა და გირგვლიანის საქმეების შედარება შეუძლებელია, იმიტომ, რომ ქალბატონი ირინასთვის თუნდაც იმ სისხლისმსმელებსარ უთქვამთ, რომ ის პოლიტიკურად მართვადია და ეს მაშინ, როდესაც სრული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი იდგა მის გვერდით და არც პოლიციას დაუშლია აქციების მოწყობა. ეს დამოკიდებულებები, ანუ მოპყრობის დირექტივები, როგორ ფიქრობთ, არ ჯდება ჰირიდული ომის კონტექსტში, რომლის ერთ-ერთი მიზანი საზოგადოების რადილაკიზაცია, მისგან მისაღები ქაოსი და სარგებელია?

რას მივაწერო, ის გარემოება, როდესაც ხელისუფლების მხარდამჭერები უწყობენ ოპოზიციას აქციებს და უფრო მეტიც, აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ვაშაძის გაპრეზიდენტებას - ვის უპირისპირდებით? ხალხს? საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ ნებას? დაპირისპირების ინსპირაცია სწორედ ჰიბრიდული ომის ნაწილია, ომისა, რომელშიც გააზრებულად მონაწილე ადამიანების გარდა უხვად არიან ჩართულნი სასარგებლო იდიოტები.

მოკლედ, არ დასრულდა ამ ქვეყანაში სასარგებლო იდიოტებისა და კომფორმინსტების აღლუმი!

სამომავლოდ, ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ ოდესმე ძმათა სასაფლაოს მოვაწყობთ და იქ ერთმანეთის გვერდზე ჩამაწკრივებთ დაპირისპირებულ პოლიტიკოსებს, არამედ, უნდა შევძლოთ აქ, ახლა ვიფქიროთ და ვიმოქმედოთ სხვაგვარად. დემოკრატია უმრავლესობის დიქტატურაა, რომელიც უპირველესად უმცირესობების უფლებებზე ზრუნავს და არა - საკუთარ პროვილეგიებზე. სწორედ ამიტომ ვიმეორებ - იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა დგას მართლაც ეზგისტენციალური საფრთხის წინაშე და ეს საფრთხე არ გახლავთ ის - თუ ვინ გახდება პრეზიდენტი, არამედ, დამოუკიდებლობის დაკარგა, საომარი მოქმედებების განახლება, ტერიტორიული მთლაინობის აღდგენის პერსპექტივის მოსპობა და თავისუფლების დაკარგვა, ჩვენი, ქართული საზოგადოების დაკვეთა ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის არის ერთი: დამშვიდდით და იფიქრეთ ქვეყანაზე. დამშვიდით და გადაწყვეტილებები მიიღეთ ქვეყნის სასიკეთოდ და გეყოთ ერთმანეთისთვის ამდენი ტალახისა და ლაფის სროლა. გეყოთ საზოგადოების დაპირისპირება და დაშანტაჟება.

რა თქმა უნდა, უდიდეს საფთხეებისა და გამოწვევების დროს უმნიშვნელოვანესია, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ სინდისთან კომპრომისის გარეშე და მაღალი ზნეობრივი და მორალური პასუხისმგებლობით გამსჭვალულებმა.

რუსეთს და მის ხელისუფლას უდგას უმძიმესი პერიოდი, ამ დროს მისი ქმედებები არის არაპროგნოზირებადი და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ. ყველამ უნდა გაითვალისწინოს რეგონში მიმდინარე პროცესები და არც ვაშაძის და არც ზურაბიშვილის მომხრეების, მხარდამჭერების უკიდურეს აგრესიას არ უნდა მივაყვანინოთ ვითარება იმ მდგომარეობამდე, როდესაც საფრთხეების პასუხის გამცემი არავინ დარჩება ქვეყანაში.

ჩვენ გონიერი, სწორი და სინდისიერი გადაწყვეტილებით უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი. ღმერთმა დაგვიფაროს და თუ მოსახლეობის უმრავლესობა არჩევანში შეცდა, გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანამ მურვან ყრუ და ჯალალედინი მოინელა. ხოლო გამარჯვებულ კანდიდატებს უნდა ახსოვდეთ - ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯზე ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის პოზიცია იქნება უმწვავესი და ვერც ჯარი და ვერ პოლიცია მას ვერ გადაუდგება წინ ამ ინტერესების დაცვის საკითხში.

ყველაზე მნიშვნელოვანი, ვიტყოდი, უმნიშვნელოვანესი, ჩვენს წინაშე არსებული საფრთხის გასანაიტრალებლად არის მეორე ტურის შედეგების ცნობა - არც მეტი, არც ნაკლები - კანდიდატებისა და ლიდერების მიერ. ამის გარეშე, რაოდენ ძნელი პოლიტიკური გადაწყვეტილებაც უნდა იყოს ეს - ქვეყნას უფრო დიდ ქაოსში ჩავაგდებთ და ამ დროს, მართლაც, მოსალოდნელია უმძიმესი შედეგები და ამაზე ამთავითვი უნდა იფიქროს ორივე კანდიდატმა, ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა,“ - აცხადებს ანალიტიკოსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42