საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის შალვა ხუციშვილის თქმით, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილზე მუშაობა მაშველებისთვის საფრთხის შემცველია.
"სამაშველო სამუშაოები არის გადამწყვეტ ფაზაშია და იმედი გვაქვს, რომ მალე დასრულდება. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ეს ორი ადამიანის პოვნა და გადარჩენა მოხერხდეს. თვითონ შენობის შიგნით მუშაობა მაშველებისთვის საფრთხის შემცველია და საკმაოდ რთული მდგომარეობა ჯერჯერობით მეტ დეტალებს ვერ გეტყვით“ - განაცხადა შალა ხუციშვილმა.
აფეთქება ზემო ფონიჭალაში დღეს დილით მოხდა. შემთხვევა სავარაუდოდ გაზის გაჭონვამ გამოწვია, რის შედეგადაც დაშავდა 3 ადამიანი. 44 წლის ბაბუა, 24 წლის შვილი და 6 წლის შვილივილი, რომლებიც ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული და მათი მდგომარეობა მძიმეა.
საცხოვრებელ კორპუსში ასევე ჩამოინგრა რთული კონსტრუქციადა ამ დროისთვის დედა-შვილის ძებნისსამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც სამაშველო სამსახური სპეციალურ ტექნიკას გამოიყენებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
მასალის გამოყენების პირობები






