"ვისურვებდი არჩევნები განსხვავებული აქცენტების გამოკვეთისა და ერთიანი ღირებულებების შექმნისათვის გადადგმული ნაბიჯი გახდეს" - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 13:02, 15 Nov, 2018     478

საქართველოს პრეზიდენტი დღეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის 24-ე საზეიმო ცერემონიას დაესწრო და კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საამაყოა, როცა ყოველ წელს ცოდნითა და სოციალური უნარებით აღჭურვილი ასობით სხვადასხვა სფეროს სპეციალისტი უერთდება ქართული საზოგადოების უმაღლესდამთავრებულ პროფესიონალთა რიგებს.

გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდებთან მომდინარე პოლიტიკურ საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნები თავისი შინაარსით ძალიან საინტერესო პროცესია, რადგან მიმდინარეობს ჭიდილი და დაპირისპირება, რომელმაც უფრო უნდა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა.

"ჩვენი ქვეყნის გაძლიერების თვალსაზრისითა და ემოციით, ჩემთვის ძალიან ახლობელი არაერთი ადამიანი მოღვაწეობდა GIPA- ში. დღეს რექტორმა ახსენა ბაჩა. მე გავიხსენებ ზურა ჟვანიასაც, რომელმაც ახალი ძლიერი სახელმწიფოს შენების ემოციით იმუშავა თქვენთან ერთად. არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში არ შემიძლია არ შევეხო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და, რომელმაც უნდა გააძლიეროს ჩვენი სამშობლო. დემოკრატიული პროცესი და ამ პროცესის ყველაზე სერიოზული კულმინაცია, რომელიცაა არჩევნები, ძალიან საინტერესოა თავისი შინაარსით, რადგან ამ პროცესში მიმდინარეობს ჭიდილი, დაპირისპირება, მაგრამ ამ დაპირისპირებამ ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი უნდა გახადოს.

მე ვისურვებდი, რომ ეს მართლაც ასე ხდებოდეს და მოხდეს. ეს არჩევნები, რომელიც ცოტა ხანში ჩატარდება არა საზოგადოების პოლარიზაციის, არა ერთმანეთთან დაპირისპირების, არამედ განსხვავებული აქცენტების გამოკვეთისა და, ამავდროულად ერთიანი პროცესის, ერთიანი ქვეყნის, ერთიანი ღირებულებების შექმნის კიდევ ერთი ნაბიჯი იყოს. ჩემი ერთერთი მთავარი ფუნქცია და ერთერთი მთავარი სამუშაო, რომელსაც ამ ხუთი წლის განმავლობაში ვახორციელებდი, ამის მცდელობა იყო სწორედ, რომ განსხვავებების მიუხედავად შეგვექმნა ერთიანი ღირებულებითი სივრცე. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ადვილი არაა და მსურს, რომ თქვენი მოღვაწეობა, მომავალი პროფესიონალების მოღვაწეობა ამ ქვეყანაში იყოს სწორედ ამ ერთიანი სივრცეების ძიებისკენ მიმართული. ამ, ისევე როგორც ნებისმიერმა სხვა არჩევნებმა, ქვეყანა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს, სწორედ განსხვავებულობის, ერთმანეთის კრიტიკის, მაგრამ ამავე დროს ერთიან სამშობლოზე ზრუნვის ემოციით", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ადამიანებს, რომლებიც ქმნიან ჯიპა- ს და ძლიერ საგანმანათლებლო კერას აცოცხლებენ საქართველოში. ასევე მადლობა გადაუხადა უმაღლესი სასწავლებლის პარტნიორებს, რომელთაც სერიოზული დახმარება განაპირობებს, როგორც GIPA- ს, ასევე სხვა საგანმანათლებლო პროექტების წარმატებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42