როგორც „ნიუპოსტს“ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ განუცხადა, ივანიშვილი ხელისუფლების გადაბარებისთვის უნდა მოემზადოს.
დეპუტატი ექსპრემიერს ურჩევს, ბანერებისთვის განკუთვნილი თანხებით გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმაროს.
ბოკუჩავა არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებას გარდაუვალს უწოდებს და ხელისუფლებას გერმანიის კანცლერის განცხადებას ახსენებს:
"ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო მათ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი გადამალა. ივანიშვილს ჰქონია, რომ მეორე ტურის წინ ბანერზე გამოსახვა უშველის მათ ბედს, მაგრამ მათი ბედი ძალიან ნათლად გადაწყდა არჩევნების პირველ ტურში, ოპოზიციის მიღებული ხმები აღემატებოდა ხელისუფლების მოპოვებულ ხმებს. მიუხედავად მოსყიდვისა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა, მიუხედავად დაშინებისა და ამ კამპანიისა, რასაც ივანიშვილი აწარმოებს. ის გარდაუვალი დამარცხება, რასაც იწვნია "ქართულმა ოცნებამ" ჯობია, რომ გააცნობიერონ და მოემზადონ იმისთვის, რაზეც გერმანიის კანცლერი მერკელი საუბრობდა, როცა ის თბილისში იყო ჩამოსული - მან თქვა, რომ ხელისუფლებაში მყოფი დემოკრატიული ძალა, ყოველთვის მზად უნდა იყოს ოპოზიციაში გადასასვლელად. ასე რომ ივანიშვილს ურჩევნია ამისთვის მოემზადოს, ნაცვლად იმისა, რომ მილიონები ხარჯოს ახალ ბანერებზე, რაც მოგეხსენებათ ძალიან დიდი ხარჯებთანაა დაკავშირებული. ჯობია ეს თანხა გაჭირვებულ ბავშვებსა და ოჯახებს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოახმაროს"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






