„მილანის“ ხელმძღვანელებს „იბრაკადაბრას“ დაბრუნება მიმდინარე სეზონის ბოლომდე ურჩევნიათ.
ამჟამად ამერიკულ MLS-ში სეზონი დასრულებულია, „ლოს ანჯელეს გალაქსი“ პლეი-ოფებში ვერ მოხვდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩს კი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. შეგახსენებთ, რომ შვედი სუპერვარსკვლავი ამერიკაში მიმდინარე წელს გადავიდა და MLS-ში გამართულ 27 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა.
ამერიკულ კლუბში იბრაჰიმოვიჩის ხელფასი €1.5 მილიონს შეადგენს, თუმცა სხვადასხვა სასპონსორო შეთანხმებით, აშშ-ში მისი შემოსავალი გაცილებით მეტია. მისი კონტრაქტი ლოს ანჯელესურ კლუბთან 2019 წლის სეზონის ბოლომდე მოქმედებს.
ცნობისთვის, ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ 2010 წლიდან 2012 წლამდე თამაშობდა და იტალიურ გრანდთან ერთად სერია A და იტალიის სუპერ თასი მოიგო, ამასთანავე იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა 28 გატანილი გოლით, სულ კი „როსონერის“ მაისურით ორ სეზონში გამართულ 85 მატჩში 56 გოლი გაიტანა.
მასალის გამოყენების პირობები