ადგილობრივი მოსახლეობა ამ ფაქტთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავს და ამბობს, რომ ორსაუკუნოვანმა ხემ უკვე ხმობა დაიწყო.
„ჰობი აქვს ისეთი ივანიშვილს, რომ უნდა ხეები მოთხაროს და გადაიტანოს. ამით თვითონ საკუთარ სიამოვნებას ნახულობს და წინააღმდეგობას მაინც ვერავინ ვერ გაუწევს“- ამბობს ადგილობრივი მოსახლე.
ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, ენმ-ს წევრი კახა ასკურავა ყურადღებას ოლიგარქის „გართობის“ ფონზე ლანჩხუთის მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზეც ამახვილებს და მსგავსი „ტერორისტული“ დამოკიდებულების შეწყვეტას ითხოვს.
„მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა ლანჩხუთში, ხოლო ბიძინა ივანიშვილი ერთობა აი, ამ კონკრეტული რაღაცებით. მთები მოთხრილია არის მის მიერ, წაღებულია მისი მცენარებიის გასანაყოფიერებლად. ვნახეთ ხე, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ გადააქვს ახლა, რომ არჩევნების მეორე ტური არის წინ. ვითხოვთ იმას, რომ შეწყვიტოს მსგავსი ტერორისტული დამოკიდებულება,“- აცხადებს ასკურავა.
მასალის გამოყენების პირობები






