მარნეულში მუსლიმი თემის სულიერი ლიდერი დააკავეს - არასამთავრობოები "ოცნების და აზერბაიჯანის ხელისუფლების შესაძლო გარიგებაზე საუბრობენ
პოლიტიკა - 10:35, 15 Nov, 2018     1071
მარნეულში მცხოვრები მუსლიმი თემის სულიერი ლიდერი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა, აზერბაიჯანში დააკავეს. მირთაღ ასადოვს წვრილმან ხულიგნობას ედავებიან, თუმცა დაკავებულის ოჯახი აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლების დიდ გარიგებაზე საუბრობენ.


სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მარნეულში სიტუაციის დაძაბვას მმართველი პარტია მოერიდა, აზერბაიჯანის ხელისუფლებას გაურიგდა და მირთაღ ასადოვი თავიდან მოიშორა.

შეიხის დაკავებას საქართველოში მოქმედი 12 არასამთავრობო ორგანიზაცია საგანგებო განცხადებით ეხმაურება. სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას მომხდარზე რეაგირებას სთხოვენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს მოუწოდებენ, მიიღონ დროული და ეფექტიანი ღონისძიებები შეიხი მირგატი ასადოვის გასათავისუფლებლად.

"შეიხის ოჯახის წევრებისგან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე მან გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და წითელი ხიდის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან გადავიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთისთანავე ადგილობრივმა სამართალდამცავებმა იგი დააკავეს. მ. ასადოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამარშრუტო ტაქსით გადაადგილდებოდა. სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა მოგვიანებით ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ მირტაგი ასადოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარზე გადასვლისთანავე, სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს, ცალკე გაიყვანეს და დაახლოებით ერთსაათიანი ლოდინის შემდგომ, მასთან მივიდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, რომ მასთან ერთად წასულიყო და მ. ასადოვს თავად წაიყვანდნენ ბაქოში.

7 ნოემბრის შემდეგ თითქმის 4 დღის განმავლობაში დაკავებული სასულიერო პირის ადგილსამყოფელისა და ბედის შესახებ ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ. პირველივე დღეებში მირტაგი ასადოვის ადვოკატებმა მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველს და დაკავებული სასულიერო პირის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება ითხოვეს. თუმცა მათგან, ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. მხოლოდ აზერბაიჯანში კერძო ადვოკატის მოძიების შემდეგ გახდა შესაძლებელი ოჯახის წევრებისთვის ინფორმაციის მიღება მ. ასადოვის დაკავების მიზეზების შესახებ.

ადვოკატის მიერ გაზიარებული ინფორმაციისა და აზერბაიჯანის სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, გაირკვა, რომ მირტაგი ასადოვს 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა თითქოსდა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. გადაწყვეტილება უთითებს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მან 2018 წლის 8 ნოემბერს ქალაქ ბაქოში ნარიმანოვის რაიონში ა. ალიზადეს ქუჩაზე ჩაიდინა, რაც მის მიერ ქუჩაში ხმამაღლა ყვირილში, პოლიციის მოწოდების შემდეგ კი მათთვის წინააღმდეგობის გაწევაში გამოიხატა.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან როგორც ოჯახის წევრები და სხვა მოწმეები უთითებენ, მ. ასადოვის დაკავება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის კვეთისთანავე, 7 ნოემბერს განხორციელდა და ბაქოში შეიხი მხოლოდ მოგვიანებით, დაკავების შემდეგ გადაიყვანეს, რაც ასევე დასტურდება მძღოლის მიერ ოჯახის წევრებისთვის იმავე დღეს მიწოდებული ინფორმაციით. შესაბამისად, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვის ეჭვის საფუძველს. ადგილობრივი ადვოკატი სასამართლო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს და სააპელაციო სასამართლოს დამატებით მტკიცებულებებს წარუდგენს.

ამ დრომდე მირტაგი ასადოვის ადგილობრივ ადვოკატს და მეუღლეს, რომელიც ბაქოში ცხოვრობს, არ მისცემია მისი მონახულების შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ჩვენ ამ დრომდე ასევე არაფერი ვიცით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, და დაკავების დროს და შემდგომ პერიოდში მოპყრობის შესახებ. აზერბაიჯანის ციხეებში წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის სისტემური პრობლემისა და დაუსჯელობის შესახებ არაერთი საერთაშორისო ანგარიშის გათვალისწინებით, ეს გარემოება განსაკუთრებით შემაშფოთებელი და საგანგებო ხდება.

შეიხი მირტაგი ასადოვი საქართველოს მოქალაქეა და რელიგიურ და საქველმოქმედო მოღვაწეობასთან ერთად, ის აქტიურად მუშაობს საქართველოში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვასა და თანასწორობის ხელშეწყობაზე. შეიხი მირტაგი ასადოვი განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევა სახელმწიფოს იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც საქართველოში მუსლიმური რელიგიური ორგანიზაციების კონტროლსა და ინტერვენციაზე არის ორიენტირებული. შეიხი მირტაგი ასადოვი ხშირად გამოხატავს ქართველი აზერბაიჯანელი თემის უკმაყოფილებებს და საჭიროებებს და ამგვარად იგი სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის მნიშვნელოვან გამოცდილებას ქმნის რეგიონში".

ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ მომხდარის გამო და იმედს გამოთქვამენ, რომ შეიხი მირტაგი ასადოვის დაკავება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ უკავშირდება საქართველოში მის საჯარო საქმიანობას.

"საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას შორის უკანონო და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო თანამშრომლობის პრაქტიკები სამწუხაროდ ნათლად გამოჩნდა საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებისა და აზერბაიჯანიდან დევნილი სხვა დისიდენტების საქმეებზე. მირტაგი ასადოვის მიმართ გამოყენებული სამართალდარღვევის დაუსაბუთებლობა შესაძლო პოლიტიკური დაინტერესებულობის შესახებ ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს".

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ:

საქართველოს სახელმწიფოს

დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა ზომა მისი მოქალაქის მირტაგი ასადოვის უფლებების დასაცავად, მათ შორის, მის საქმეში სამართლიანი სასამართლო უფლების რეალიზებისთვის პირობების ხელშეწყობისა და შესაძლო დამამცირებელი, არაადამინური მოპყრობისა და წამებისაგან მისი დაცვის მიზნით. ამ კუთხით მნიშვნელოვანია საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანში დაუყოვნებლივ მოინახულოს მირტაგი ასადოვი, შეამოწმოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მ. ასადოვის ოჯახის წევრებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ.

აზერბაიჯანის ხელისუფლებას

დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მირტაგი ასადოვის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება, ასევე ოჯახის წევრებისა და ადვოკატის მიერ იზოლატორში მისი დროული მონახულების უფლების რეალიზება.

საერთაშორისო ორგანიზაციებს და აზერბაიჯანში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს

მათი მანდატის ფარგლებში მიიღონ ზომები მირტაგი ასადოვის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით და გავლენა მოახდინონ აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე უფლების შემდგომი დარღვევის თავიდან არიდების მიზნით.

განცხადებას ხელს აწერენ:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ქართველ მუსლიმთა კავშირი

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საფარი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

თანასწორობის მოძრაობა

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42