როგორც ირკვევა, ბოშტინარუ იმავე კოალიციის წევრია, რომელშიც "ქართული ოცნება" არის გაწევრიანებული. დეპუტატმა სხდომაზე განაცხადა, რომ ვაშაძე რუსი დიპლომატია თუმცა, ამასთან დაკავშირებით მტკიცებულელებია არ აქვს. უფრო მეტიც, ირკევა, რომ ბოშტინარუ ყოფილი კომუნისტია და ცნობილი პრორუსობით არის ცნობილი.
„პირველად საქართველოში ვიმყოფებოდი 1986 წელს. მაშინ მეგობრებს სასტუმრო ივერიაში შევხვდი და ვთქვით გაუმარჯოს საქართველოსა და რუმინეთის მეგობრობასო. საბჭოთა კავშირსა და რუმინეთის მეგობრობას კი არა, საქართველოსა და რუმინეთის მეგობრობასო.თქვენს დამოუკიდებლობას და იდენტობას ღრმად აქვს ფესვი გამჯდარი საზოგადოების ცნობიერებაში. საქართველო ყოველთვის იცავდა თავის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. 2008 წელს თქვენმა დიდმა მეზობელმა გადაწყვიტა ემოგზაურა საქართველოში ტანკებით და თბილისამდე მოვიდა, ამ მოგზაურობის შემდეგ კი თქვენი ორი რეგიონი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მას ოკუპირებული აქვს.ასე რომ ჩემთვის როგორც საქართველოს მეგობრისთვის რთული წარმოსადგენია, რომ დღეს ქართველმა ხალხმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით აირჩიოს პრეზიდენტად ადამიანი, რომელიც რუსეთს უკავშირდება და მისი ყოფილი მოქალაქეა“- განაცხადა ბოშტინარუმ.
დეპუტატმა დამატებითი განმარტება ვერ გააკეთა, რადგან გრიგოლ ვაშაძის შესახებ მტკიცებულელები არ აქვს და მხოლოდ ის იცის, რომ 30 წლის წინ გრიგოლ ვაშაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ რუმინელმა დეპუტატმა ამჯერადაც რუსეთის და ”ქართული ოცნების” დაკვეთა შეასრულა, პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის დისკრედიტაციის მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები






