"ივანიშვილმა მეტი ვერავინ იპოვა 600 კაციან ევროპარლამენტში და ჩაუშესკუს ყოფილი კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი დაიმოწმა" - მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა - 18:43, 14 Nov, 2018     1327
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ევროპარლამენტის რუმინელი დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

სააკაშვილის თქმით, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ევროპარლამენტში სხვა მხარდამჭერი ვერ იპოვა და მხოლოდ ჩაუშესკუს კომუნისტური პარტიის ყოფილი წევრის მხარდამჭერა მიიღო.

"მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და ვიტყვი ვინ ხარ შენ - ივანიშვილმა მეტი ვერავინ იპოვა 600 კაციან ევროპულ პარლამენტში, თუ არა ერთი ლატვიელი რუსეთთან დიდი ხნის კავშირებში შემჩნეული, რომელსაც ხელ არ ართმევს ევროპარლამენტში არავინ, ეს არის რუსეთთან ძალიან მჭიდრო კავშირში შემჩნეული დეპუტატი და მეორე ჩაუშესკუს რუმინული ყოფილი კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი. ჩაუშესკუს წარმომადგენელი დაიმოწმა. მე ვიყავი ჰელსინკში ვაშაძესთან ერთად და ასეთი ეიფორია ევროპაში დიდი ხანია არ მახსოვს,. ანგელა მერკელი გერმანიის ერთპიროვნული ლიდერი, ვიღაცა ის რუმინელი ჩაუშესკუს დეპუტატი კი არა, გაურკვეველი, იმის გვარი პირველად გავიგე, ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი ევროპის ერთპიროვნული ლიდერი, ყველა შეხვედრა გააუქმა დემონსტრაციულად შეხვდა გია ვაშაძეს და ძალიან თბილი და ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა ჰქონდათ" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქმე ეხება, ევროპარლამენტის რუმინელი დეპუტატ ვიქტორ ბუშტინარს, რომლის თქმითაც, ყოფილი ელჩი, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატია პრეზიდენტობის შესაფერისი ვერ იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42