„მე დარწმუნებული ვიყავი, რომ რისერჩი, რომელიც გაკეთდებოდა გაცილებით მეტ უპირატესობას ჩაიწერდა ვაშაძეს. ველოდებოდი რომ 70% იქნა განცხადებული. ამ შემთხვევაში ცოტა მორიდებული ციფრი კი თქვეს, მაგრამ რეალურად ეს არის ის თემა რასაც უნდა მოჰყვეს საზოგადოების გარკვეულწილად დათრგუნვა. პროპაგანდა იმისა, რომ გადაწყვეტილია საკითხი. ეს თემა, საერთოდ საარჩევნო თემა წყდება საარჩევნო ყუთებთან და საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის რასთან აქვს საქმე,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.
ეკა ბესელიას თქმით, ციფრები, რომელი Edison Research-მა დაასახელა, მოდელირებულ ჰგავს.
„პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა მიიღო უფრო მეტი ხმა მაგრამ კომენტარები და განცხადებები კეთდება, რომ თითქოს ვაშაძემ გაიმარჯვა და ეს ისმის მთელი ამ ხნის განმავლობაში, აი ესეთი მოდელირებული მგონია მე ახლა ეს კვლევები, რომელიც გამოქვეყნდა. არანაირი ნდობა არ მაქვს,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
ლევან კობერიძე კი ამტკიცებს, რომ Edison Research-ის კვლევის შედეგები არჩევნების საბოლოო შედეგებს არასოდეს ემთხვევა და ეს პირველმა ტურმაც დაამტკიცა.
"ედისონ რისერჩის" ნებისმიერი კვლევა პირველ ტურში აჩვენებდა, რომ ვაშაძეს ჰქონდა უფრო მაღალი მონაცემი, ვიდრე ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს და ჩვენ შესაბამისად, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დავრწმუნდით, რომ ყველა ეტაპზე, რა ეტაპზეც ედისონ რისერჩმა გააკეთა თავისი კვლევები, ის მონაცემი იყო ყოველთვის საპირისპირო, ამიტომ ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს ეს მონაცემები,“-განაცხადა ლევან კობერიძემ.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ პოლიტიკური რეიტინგების კვლევა Edison Research-მა „რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა.ირკვევა, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს.
მასალის გამოყენების პირობები






