„ფაქტიურად, საქართველომ უკვე აირჩია თავისი პრეზიდენტი, ამას უბრალოდ გაფორმება სჭირდება და პრეზიდენტი გვიზის აქ, ბატონი გრიგოლ ვაშაძე. როგორ მოახერხა ამ მავნებელმა მთავრობამ, რომ 6 წლის განმავლობაში ამხელა ნდობა დაკარგა. როგორ მოახერხა, რომ მილიონამდე ადამიანი გაიქცა საქართველოდან. როგორ მოახერხა, რომ აღორძინებული ეკონომიკა გააჩერა და უკან დახია. როგორ მოახერხა რომ ამდენი გაღარიბებული ადამიანია საქართველოში. როგორ მოახერხა, რომ შიმშილობს 150 ათასი ბავშვი ჩვენს ქვეყანაში, როგორ მოახერხა, რომ გადაიმტერა პოლიცია და ჯარი.მე მინდა ვთხოვო „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, მოხსენით თქვენი კანდიდატურა, ხომ იცით რომ არაფერი არ გამოვა. რატომ ხარჯავთ ამდენ ფულს ქართველი კაცის ნების წინააღმდეგ. მოდით ფონდ იავნანაში და დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს.“- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






