„არც ერთ ვიგინდარას არ ვათქმევინებთ, რომ ჩვენ მშობლიურ მიწაზე ომი დავიწყეთ“ - გრიგოლ ვაშაძე გორის მოსახლეობას შეხვდა (ვიდეო)
პოლიტიკა - 15:59, 14 Nov, 2018     1132


გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დღეს გორის მოსახლეობას შეხვდნენ:

“მადლობა მინდა გითხრათ პირველი ტურისათვის, იმისათვის, რომ ვერ შეგაშინეს, იმისათვის, რომ ვერ გიყიდეს, იმისათვის, რომ თქვენ არ იყიდებით და განსაკუთრებით იმისათვის, რომ ნდობა გამოგვიცხადეთ. იცოდეთ, რომ ჩვენ ამას არ აღვიქვამთ, როგორც დამსახურებულს, ეს ვიცით, რომ არის თქვენი ავანსი, რომელიც 24-საათიანი შრომით უნდა გავამართლოთ, რომ საქართველოს მოქალაქემ დაიწყოს ღირსეული ცხოვრება და ჩვენ გაჭირვებული ადამიანი აღარ გვყავდეს ქვეყანაში.

უამრავი პრობლემა დაგროვდა საქართველოში, შიდა ქართლში, გორში, სადაც შრომისმოყვარე, უნიჭიერესი, უგანათლებულესი ადამიანები ცხოვრობენ, აი, ის თვისებები, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს და მოძრაობა „ძალა ერთობაშია“, ეს გაერთიანებული ოპოზიცია და ის პარტიები, რომლებმაც გაერთიანებულ ოპოზიციას ნდობა გამოუცხადეს, იმ ხალხით არის დაკომპლექტებული, ვისაც შეუძლია ეს ქვეყანა გაჭირვებიდან გამოიყვანოს და ისევ შენების გზაზე დააყენოს. ყურადღება მიაქციეთ, რა სიჯიუტით მოიხსენიებენ ჩვენი ოპონენტები გაერთიანებულ ოპოზიციას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობად“, იმიტომ, რომ არაფერი არ აქვთ არც აწმყოზე, არც მომავალზე სათქმელი, შეუძლიათ მხოლოდ წარსულზე ლაპარაკი და წარსულზე, ყველა ჩვენი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ლაპარაკობს თამამად. ჩვენ გაკვეთილები ვისწავლეთ და ეს გაკვეთილები გვასწავლა ქართველმა ხალხმა, თქვენ გვასწავლეთ და დიდი მადლობა იმისათვის, რომ დაგვანახეთ სარკეშ ჩვენი თავი მაშინ.

ჩვენთვის არ არსებობს პოლიტიკური და იდეოლოგიური ნიშნით დაყოფა, თუ ადამიანი არის პატრიოტი და მისთვის მთავარი ღირებულებები არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ჩვენი დასავლური კურსი. ყველასთვის, გაერთიანებული ოპოზიციის კარები ღია არის და მადლობას ვეუბნებით ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე და მიიღო მონაწილეობა, მოიხედავად იმისა, ვის მისცა ხმა, იმიტომ, რომ ამ ხალხს აღელვებს თავისი სახელმწიფოს ბედი. ამიტომ, გთხოვთ, ზუსტად ისევე, როგორც ეს გავაკეთეთ პირველ ტურში, მოკიდეთ ხელი იმ ადამიანებს, ვისაც დამატებითი იმპულსი და ბიძგი უნდა, რომ მოიყვანოთ არჩევნებზე და 4,5,6 ადამიანი მოიყვანეთ არჩევნებზე დამატებით და უთხარით, ვინც სახლში რჩება, ხმას აძლევს სიღარიბეს, ვინც სახლში რჩება, ხმას აძლევს ივანიშვილს, ვინც სახლში რჩება ხმას აძლევს სახელმწიფო ბიუჯეტის ძარცვას. ვინც მოდს და გულით, სინდისით და გონებით აკეთებს არჩევანს, ის ხმას აძლევს თავის შვილის და შვილიშვილის მომავალს. ეს არის ამ არჩევნებში მონაწილეობის მთავარი მიზეზი და არსი. ვიცი, რომ შიდა ქართლი, სადაც ჩვენ ოთხივე მუნიციპალიტეტი მოვიგეთ, ეს თქვენ გააკეთეთ, თქვენმა მონდომებამ, შრომამ და თქვენმა პოლიტიკურმა ნებამ. მე ვიცი, რომ მეორე ტურში იგივე იქნება და იგივე იქნება იმისათვის, რომ ჩვენ გორშ დავიწყოთ შეწყვეტილი ტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სამუშაო ადგილების შექმნა, ამ ქალაქის და მთლიანად შიდა ქართლის განვითარება. იმისათვის, რომ ჩვენ აქ დავიწყოთ მაცივრების და გადასამუშავებელი საწარმოების შექმნა, იმისათვის, რომ გლეხს არ უხდებოდეს 10 ტონა ვაშლის გადაყრა იმიტომ, რომ 5 თეთრადაც ვერ ყიდის.

მაშინ, როდესაც ეს ხელისუფლება 50 მილიონს ხარჯავს მიღებებზე, სადილებზე, შესაბამისი შედეგით დღეში 27 ათასს ხარჯავს ჭამა-ყლაპვაში, დათვლაეთ, რამდენი მაცივრის და გადასამუშავებელი საწარმოს აშენება შეიძლებოდა შიდა ქართლში, რომელიც ამ რეგიონის ეკონომიკას წინ წაწევდა, დამატებით სამუშაოა ადგილს შექმნიდა და ადამიანი ამაყად იტყოდა, მე ვცხოვრობ იმ რეგიონში, სადაც ყოველი მომდევნო დღე უკეთესია, ვიდრე დღევანდელი.

უამრავი ადამიანი გვიყურებს, ვინც კრემლის იმპერიალისტური პოლიტიკის გამო, დროებით მოწყვეტილი არის თავის მშობლიურ ადგილს, მოწყვეტილია თავის წინაპრების საფლავებს, მოწყვტილია თავის სალოცავებს. ეს მეგობრებო, არის დროებითი. აუცილებლად დავბრუნდებით და ფსოუზე და როკის გვირაბთან ქართული დროშა იდგმება, თქვენ ამას გაიხსენებთ. მაგრამ სანამ ეს ნანატრი წუთი არ დამდგარა და ნანატრი არა მარტო ქართველებისთვის, აფხაზურ და ოსურ თემებშიც შეცვლილი არის განწყობა, სანამ ეს წუთები არ დამდგარა, ჩვენი ღირსების საკითხი არის, დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების ღირსეული ცხოვრება საქართველოში. ეს ბავშვები განთავისუფლებული უნდა იყოს სწავლის გადასახადიდან, ამ ბავშვებს ყველა საშუალება უნდა მივცეთ, რომ იყვნენ დაკავებული სპორტით, იყვნენ დაკავებული ხელოვნებით. ამ ბავშვებს საშუალება უნდა მივცეთ, რომ შეისწავლონ უცხო ენები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადებში მოვრჩეთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, სახლების აშენებას და დევნილებისთვის იმ ფართების დაკანონებას, რომელიც მათ ახლა უკავიათ, ხოლო ვინც სოფლად ცხოვრობს, იმდენი მიწის გამოყოფა, რომ მათ შეეძლოთ თავისი შრომით, საკუთარი თავის რჩენა. ეს ყველა ჩვენთაგანის ღირსების საკითხია.

განსაკუთრებით მინდა მივესალმო ყველას, ვინც ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში ცხოვრობენ. გმირები ხართ მეგობრებო, ნამდვილი გმირები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენ, ის ადგილები, სადაც წინაპრების საფლავები და სალოცავებია, რომლებსაც ასე გმირულად არ ტოვებთ, მიუხედავად გაუსაძლისი პირობებისა, თქვენ ამ სოფლებში მაქსიმალურად გაგიუმჯობესოთ ცხოვრების პირობები. იქ, იმ სოფლებს, რომლებსაც მაღალმთიანი სტატუსი არ მისცეს იმიტომ, რომ ერთი ან ორი მეტრი დააკლდათ, სულ ყველას, უპირობოდ, მაღალმთიანი სოფლის სტატუსი უნდა მივცეთ და ამ ხალხის ყოფით დავლავდეთ დაუყოვნებლივ, იმიტომ, რომ რუსის გეგმა მეტი არაფერი არ არის, ნაბიჯ-ნაბიჯ მეტრის მიყოლებით, საქართველო გაწმინდოს ქართველებისგან. ვერ მოესწრებიან ამ დღეს. მივხედავთ ჩვენ ამ სოფლებს.

რაც არ უნდა ეცადოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც პოლიტიკური ბრძოლისთვის, იმასაც კი არ ერიდება, რომ სახელმწიფო გადააყოლოს თავის ინტერესებს, ის ვერსად ვერ მიაღწევს იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, ან საერთაშორისო სამართალმა საქართველო აღიაროს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დამწყებად. ამ დღეს ვერ მოესწრებიან, იმიტომ, რომ ეს საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, უკვე გადაწყვეტილი საკითხია, ეს გადაწყვეტილი საკითხია. რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენ ვართ 1990 წლიდან რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და ეს აგრესია არ შეწყვეტილა არც ერთი წუთით. საქართველოს მოქალაქემ, შიდა ქართლმა, გორმა სახელმწიფო შეინარჩუნა 2008 წელს და არც ერთ ვიგინდარას ჩვენ არ ვათქმევინებთ, რომ მშობლიურ მიწაზე ჩვენ ომი დავიწყეთ ”, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42