„ედისონ რისერჩმა“ დღეს კიდევ ერთი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც არჩევნების მეორე ტურში ამომრცეველთა 56% გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს აძლევს ხმას.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, მიუხედავად იმ უკანონო ქმედებებისა, რომელიც განახორციელა "ქართულმა ოცნებამ," მოქალაქეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ მხარს უჭერენ გრიგოლ ვაშაძეს.
„მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აამუშავა პრაქტიკულად ყველა რესურსი იმისათვის რომ მანიპულაციებით, მოსყიდვებით, კრიმინალური ავტორიტეტების ჩართვით, პოლიციის და სუს-ის ჩართვით სასურველი შედეგი დააყენოს, ქართველ ხალხს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ მხარი დაუჭიროს გრიგოლ ვაშაძეს როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს და ქვეყანაში შეიქმნას პრეცედენტი სახელისუფლებო ბალანსის. იმავდროულად ეს ჩვენთვის არის პასუხისმგებლობა, რომ მთავარი ამოცანა, რომ არჩევნებამდე მივიდეთ მშვიდობიანად და კონსტიტუციურად, კანონის ფარგლებში ვუზრუნველყოთ ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა,“-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






