თავდაცვის მინისტრი GDRP-ის ფარგლებში 32-ე ბატალიონის დასკვნით საველე წვრთნას დაესწრო
პოლიტიკა - 15:31, 14 Nov, 2018     718
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში დასკვნით საველე სწავლება ჩაატარა. საველე წვრთნებს ნორიოს საწვრთნელი ცენტრის მიდმებარე ტერიტორიაზე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი დაესწრნენ.

32-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნები სამ ლოკაციაზე განახორციელა. ორი მათგანი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მონაკვეთის პირობითი მოწინააღმდეგისგან გათავისუფლებას გულისხმობდა. III ქვეითი ბრიგადის ბატალიონის სამხედროებმა ოპერაციის რაიონში ტაქტიკური მართვის ცენტრი მოაწყვეს და თავდაცვითი და თავდასხმითი ოპერაციები შეასრულეს. ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის მიერ გამაგრებული ობიექტები დაიკავა და თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნებაზე გადავიდა. სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ქართულ ქვედანაყოფს ამერიკის შეერთებული შტატების არმიის “COBRA” ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა გაუწიეს მხარდაჭერა.

საველე სწავლების დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრი სამხედრო მოსამსახურეებს პირადად გაესაუბრება და ხაზი ქართული ჯარისთვის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მნიშვნელობას გაუსვა. მან სწავლებაში მონაწილე სამხედროებს საველე წვრთნების წარმატებით დასრულება მიულოცა, ამერიკელ პარტნიორებს კი, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სამხედროებთან საუბრისას მინისტრმა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) მონაწილე ბატალიონების სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასები ეტაპობრივად წოდების შესაბამისად ეზრდებათ.

32-ე ქვეითი ბატალიონი მეორე ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაშია ჩართული და მომზადების მეოთხე, დასკვნით ფაზაზე იმყოფება. შემაჯამებელ საველე წვრთნებს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) ამერიკელ კოლეგებთან ერთად ატარებს. ინსტრუქტორების შეფასებით 32-ე ბატალიონმა დაკისრებული ამოცანა წარმატებით შეასრულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42