„ბიძინა ივანიშვილის 5 ნოემბრის გამოსვლა შეიცავდა ერთ-ერთ მოწოდებას, რომ დევნილებისთვის და პენსიონერებისთვის შემწეობები რადიკალურად გადაიხედებოდა. ეს აღმოჩნდა ისეთივე ლარნახევრიანი ტყუილი, როგორიც „ქართული ოცნების“ გუნდის სხვა დაპირებები, რომლითაც ისინი 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს დაპირება, რომ დევნილთა შემწეობების რადიკალურად გადახედვა მოხდებოდა, არის პირდაპირ სიცრუე, ვინაიდან წარმოდგენილ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული არც ერთი თეთრი, რომლითაც დევნილთა შემწეობა იზრდება.
ეს არ არის რადიკალური ზრდა და თან ეს რაიმე ახალი ნაბიჯი არ არის, ვინაიდან, 20 ლარით პენსიის ზრდა შარშან ნოემბერში ისედაც იყო დაანონსებული ფინანსთა მაშინდელი მინისტრის მიერ. ამიტომ, „ქართული ოცნება“ თავის სტილში განაგრძობს წინასაარჩევნოდ მოსახლეობის მოტყუებას. მე მინდა, პატარა ისტორიული ექსკურსი შევთავაზო ბატონ ვანოს, ფინანსთა მინისტრს, ვინაიდან ის შედარებით ახალი შეერთებულია „ქართული ოცნების“ გუნდთან და გუშინ მოვისმინე მისი განცხადებები, რომ თურმე პოპულიზმი რა ცუდია პოლიტიკური ატმოსფეროსთვის. ბატონო ვანო, თქვენ რომელ გუნდშიც ბრძანდებით, ეს გუნდი ხელისუფლებაში მოვიდა უფასო ფულის, დენის და გაზის განახევრებული ტარიფების და 230 ლარის ოდენობით პენსიის, უმუშევართა შემწეობის, 5 მილიონი თითოეულ სოფელს - ასეთი დაპირებებით და აღარ გავაგრძელებ, ძალიან გრძელი სიაა სხვადასხვა ტყუილის, რაზეც პასუხი არჩევნების პირველი ტურის შედეგები იყო. ადამიანი 5 ნოემბერს რომ მოსახლეობას რაღაცას დაჰპირდება, თქვენ რომ 10 დღეში პროექტს შემოიტანთ და ეს დაპირება პირდაპირ ათდღიანი ტყუილი აღმოჩნდება, ეს არის მოსახლეობის დაცინვა“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






