"პენსიის გასაზრდელად მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი, საჭიროა რეალური ფინანსური შესაძლებლობები"- ხუნდაძე
პოლიტიკა - 14:26, 14 Nov, 2018     462

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სესიაზე პენსიის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, 2019 წელს 20 ლარით გაიზრდება ასაკობრივ პენსიონერთა პენსიები. დეპუტატი აღნიშნავს, რომ აქ გასათვალისწინებელია ლარის კურსის საკითხიც, თუმცა პენსიის არც პირდაპირ დოლარზე დაანგარიშება შეიძლება.

პენისების გასაზრდელად მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი და ამას რეალური ფინანსური შესაძლებლობები სჭირდება - თქვა დეპუტატმა.

„ვფიქრობ ეს არის არასწორი, როდესაც პენსიას პირდაპირ პროპორციულად ვანგარიშობთ დოლარზე. ალბათ, უმჯობესია, ვიანგარიშოთ მსყიდველობითუნარზე” – განაცხადა ხუნდაძემ.

ამასთან, მისივე განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ბევრი გაკეთდა და წარმატებებიც არის, თუმცა, მეტია გასაკეთებელი.

„ჩვენ მაინც ვერ ვისაუბრებთ უზომო წარმატებებზე და ვერ მივეცემით თვითკმაყოფილებას, რადგან ქვეყანაში არის უამრავი სოციალურად დაუცველი, ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, დევნილთა რაოდენობა 2008 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ლარის კურსი დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს და მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებზე.

როცა პენსიებზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარეობს ერის აქტიური დაბერების პროცესი, ხანდაზმულთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება, რა თქმა უნდა, ეს არ არის ნეგატიური პროცესი, ეს არის დემოგრაფიული გარდაქმნის გარდაუვალი პროცესი, მაგრამ ამას სჭირდება სწორი მართვა. საყურადღებოა, ამ მხრივ 2030 წლისათვის მოლოდინიც, ასაკით პენსიონერთა რიცხვი შესაძლოა, მილიონამდე გაიზარდოს. მას სჭირდება სწორი დათვლა, სწორი გათვლა და არა მხოლოდ პიარზე მორგებული ესტაფეტა გავმართოთ წინასაარჩევნოდ თუ არჩვენების შემდეგ, რომ საკუთარი პოლიტიკური სარგებელი ვნახოთ და ვაცხადოთ პენსიები 400, 500, 800 თუ 1000 ლარი. მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი, ამას სჭირდება რეალური საფინანსო შესაძლებლობები“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

პარლამენტის სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42