"მმართველობის 6 წლის თავზე 62 მილიარდი ლარი დახარჯეთ, რა სიკეთე მოუტანეთ ხალხს?" - სამადაშვილის მიმართვა ხელისუფლებას (ვიდეო)
პოლიტიკა - 14:06, 14 Nov, 2018     1077
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ 6 წლის მანძილზე „ქართულმა ოცნებამ“ ჯამურად 62 მილიარდამდე ლარი დახარჯა.
"მინდა, შეგახსენოთ, რომ 6 წლის მანძილზე „ქართულმა ოცნებამ“ ჯამურად 62 მილიარდამდე ლარი დახარჯა. ეს არის 12 მილიარდით მეტი, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყნის მართვის 9 წლის მანძილზე დახარჯა და თუ მკითხავთ, რაში დაიხარჯა ის ფული, შემიძლია, ძალიან მარტივად გიპასუხოთ, რომ ფერფლიდან შეიქმნა ქართული სახელმწიფო, შეიქმნა სახელმწიფო სერვისების ინფრასტრუქტურა, გზები, აეროპორტი, განახლებული პოლიცია, ჯარი, იყო ეს საკმარისი?! არ იყო ეს საკმარისი, მეტი იყო ეს გასაკეთებელი, მაგრამ 6 წელიწადში, როდესაც ამდენი ფული დახარჯეთ, რომელიც არა თქვენი დაბეჭდილი, არამედ ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოღებულია, მაინტერესებს, რა სიკეთე შექმენით. როდესაც გვეუბნებით სოციალურ დახმარებაში დახარჯულ ფონდებზე, მაინტერესებს, მაშინ ქვეყანაში რატომ იზრდება სიღარიბის მაჩვენებელი, სამუშაო ადგილების შექმნაში თუ დახარჯეთ, მაშინ რატომ იზრდება უმუშევრობა, უფრო ჯანმრთელ საზოგადოებაში თუ ვცხოვრობთ, მაშინ რატომ იზრდება ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებები?! და არ არის მართალი, რომ ეს ყველგან ხდება. ეს ხდება ჩვენ სიკვდილით სავსე ქალაქში, რომლიც სიცოცხლით სავსე უნდა ყოფილიყო, რადგან გარემოს დაბინძურების დონე ჩვენს ქვეყანაში არის ენით აღუწერელი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უარესი მაჩვენებლები გვაქვს. სად მიდის ის ფული, რომელსაც ხარჯავთ - ინფრასტუქტურულ პროექტებში, რომელსაც ვერ ვხედავთ?! რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტს მხარს არ დავუჭერთ“, - განაცხადა დეპუტატმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42