ზაზა სარალიძე მუქარის შემცველი განცხადებების ავტორების დადგენას პროკურატურისგან ითხოვს.
შვილმოკლული მამა ბოლო დღეების განმავლობაში „ფეისბუქზე“ არაერთი მუქარის შეტყობინებას იღებს.
ადვოკატის განცხადებით, მნიშვნელოვანია მომხდარზე საგამოძიებო უწყების მხრიდან, რაც შეიძლება დროული რეაგირება, რომ სარალიძის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.
უფლებადამცველი ამ ფონზე განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას მერიის მიერ ზაზა სარალიძის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებასთან დაკავშირებით და ამას კანონდარღვევად აფასებს. მერიაში კი ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური შეცდომა იყო.
„ძალიან ბევრი განაცხადი და საჩივარი მაქვს შეტანილი, არაფერზე რეაგირება არ ყოფილა, მაგრამ უცილებლად საჩივარს შევიტან, თუ ესენი არ მოახდენენ რეაგირებას, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავ,“ - ამბობს ზაზა სარალიძე.
მასალის გამოყენების პირობები






