საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციას ევროპარლამენტში კენჭს დღეს უყრიან - „საპრეზიდენტო არჩევნებზე ვნახეთ ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებასა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე“
პოლიტიკა - 10:23, 14 Nov, 2018     870
საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშს ევროპარლამენტში კენჭს დღეს უყრიან. ჯერჯერობით უცნობია, შევა თუ არა დოკუმენტში შესწორებები, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო სექტორზე თავდასხმას უკავშირდება.


ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე 13 ნოემბერს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს, რომლის ავტორიც ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსია. ანგარიშთან დაკავშირებით დებატები დაახლეობით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დებატების დროს აღინიშნა, რომ საქართველომ დემოკრატიული რეფორმების გატარება უნდა გააგრძელოს. ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს კომისიას, წევრ სახელმწიფოებს, რომ უფრო მეტად დამკვიდრდეს ტერმინ ოკუპაციის გამოყენება.

„ასოცირებულ ქვეყნებში ხანგრძლივი დემოკრატიისა და მშვიდობის განვითარება, ევროპის კონტინენტის გაერთიანების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო. ეს რთული პროცესია არა მხოლოდ მხოლოდ საბჭოური გადმონაშთების, არამედ ოლიგარქიის 20-წლიანი გავლენის გამო. ასოცირების შეთანხმება საქარველოს დაეხმარება წარმატების მიღწევაში, თუკი სასამართლოს სისტემისა და უსაფრთხოების სამსახურების სისტემატიური რეფორმირება მოხდება, დაცული იქნება უმცირესობების უფლებები."- განაცხადა ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა.

ევროპარლამენტის დეპუტატმა ფაბიო კასტალდომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლებისა და არასამთავრობოების ურთიერთობაზე და განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მესამე სექტორსა და სადამკვირვებლო მისიებზე პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა.

"საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ ვნახეთ ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე პოლიტიკოსების მხრიდან. ასევე ზეწოლა სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, რომლებიც ფაშიზმში მხოლოდ იმის გამო დაადანაშაულეს, რომ ისინი საკუთარ სამუშაოს ასრულებდნენ. სამოქალაქო საზოგადოების დაცვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პარტნიორობისთვის გადამწყვეტი პირობაა და ამას ჩვენ კიშინიოვშიც და თბილისშიც ვიტყვით."-განაცხადა კასტალდომ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42