საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს ჩატარდება - თამარ ჟვანია საგანგებო განცხადებას დღეს გააკეთებს
პოლიტიკა - 09:45, 14 Nov, 2018     8193
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 28 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანმა“ გაავრცელა. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს 13:00 საათზე სხდომააა ჩანიშნული. ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე არ არის მითითებული სხდომის დღის წესრიგი, თუმცა სავარაუდოდ, სწორედ დღევანდელ სხდომაზე შეაჯამებს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ხელს მოაწერს შემაჯამებელ ოქმს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის საიტზე დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება.


შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ორი კვირის შემდეგ კი არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. თუ ცესკო შემაჯამებელ ოქმს დღეს გამოაქვეყნებს, შესაბამისად, მეორე ტურის თარიღად 28 ნოემბერი დასახელდება.

28 ნოემბერი ოთხშაბათია და არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, უქმე დღედ გამოცხადდება, თუმცა შუა კვირაში დანისნული არჩევნების გამო მეორე ტურში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ემიგრანტები.

აღსანისნავია, რომ პირველი ტური „ოცნებისგან“ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის ე.წ. დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ თითქმის ყველგან წააგო.

ერთი ვერსიით, ხელისუფლება არჩევნებს 25 ნოემბერს იმიტომ არ დანიშნავს, რომ 25 ნოებერი პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეა. 2 დეკემბერს კი დათუნა სარალიძის მკვლელობიდან ერთი წელი გადის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42