ზურაბიშვილის ინფორმაციით, ის მის მიმართ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით, არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა. საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია და მზად არის მუქარის დამადასტურებელი შეტყობინებები, მათ გადასცეს.
"შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად ვესაუბრე ჩემსა და ჩემი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტებზე. მათ ასევე ვუთხარი, რომ მზად ვართ, გადავცეთ ყველა მტკიცებულება, „სქრინ შოთები“, გარდა იმ ნაწილისა, რომლითაც შესაძლებელია ამ პირების იდენტიფიცირება. ჩვენ ვერ დავასახელებთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, რადგან მიმდინარეობს გამოძიება.
· შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი, რომ მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს არასამთავრობო და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებთან, რათა მშვიდ გარემოში მივიდეთ არჩევნებამდე.
· მე სათანადო ინფორმაცია მივაწოდე საფრანგეთს, რომლის მოქალაქეებიც არიან ჩემი შვილები და, შესაბამისად, ველოდები რეაგირებას.
· მე პატივს ვცემ ჯარს, სამხედრო ძალებს. სწორედ ისინი, ვინც მემუქრებიან, შეურაცხყოფენ ჩვენი სამხედრო ძალების ღირსებას,"-ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






