ხოჭოლავას თქმით 11 ნოემბერს დაახლოებით 16:30 საათზე გმირთა მოედნის ესტაკადაზე იმყოფებოდა მოპედით, რა დროსაც შავმა ტოიოტამ საავარიო სიტუაცია შეუქმნა და ადგილიდან მიიმალა.
მძღოლი ცოტა ხნით კი გაჩერდა, დაინახა ჩემი უძრავი სხეული, ალბათ ეგონა გარდავიცვალე და მიიმალა ადგილიდან. დაზიანებული მაქვს ნახევარი სხეული, ამოგდებული მაქვს მხარი, იდაყვი, კუნთები მაქვს დაბეჟილი, ნეკნები დამტვრეული. ამ მდგომარეობაში ორი დღის თავზე დამიბარეს გამომძიებლებმა და ვიყავი პოლიციაში. გამომძიებელმა მითხრა, რომ ადგილზე სხვა მოწმეების ჩვენებები არ აიღეს.გამომძიებელი დამცინავად მეუბნება, რომ ჩვენ ამ საქმეს ვერ გამოვიძიებთ, უბრალოდ დაწერე, რომ წაიქეცი მოპედით და დავხუროთ საქმე. არ ვაპირებ არანაირი საქმის დახურვას, თუ ვინმე იურისტი ხართ, დამიდექით გვერდში" - აცხადებს ხოჭოლავა გავრცელებულ ვიდეოში.
ხოჭოლავა ვარაუდობს, რომ ადამიანი, ვინც მას დაეჯახა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია და მას ხელს აფარებენ.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. უწყება აცხადებს, რომ თუ მოქალაქეს გამოძიების მსვლელობასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს, მას შეუძლია გენინსპექციას ან საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები






