"ჩვენ ვართ რეფორმატორი მთავრობა" - ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი
პოლიტიკა - 17:48, 13 Nov, 2018     772

ჩვენ ვართ რეფორმატორი მთავრობა - ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმები აისახა საერთაშორისო რეიტინგებში, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის სესიაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.

„ორის კვირის წინ, გამოქვეყნდა ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული, მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის" რეიტინგი, სადაც კიდევ გავაუმჯობესეთ ჩვენი პოზიციები და მე-6 ადგილზე გადავინაცვლეთ. საქართველო არის ევროპაში მე-2 ადგილზე დანიის შემდეგ. მე-6 ადგილი ეს არის ელიტარული ადგილი, რომელიც საერთაშორისო ინვესტორების მსოფლიო რუკაზე საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინტერესის ცენტრად აქცევს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებში.

„ჩვენ აღარ ვსაუბრობთ, რომ ყველა მაჩვენებლით ლიდერი ვართ რეგიონში. მმართველობის ამ ხარისხობრივი მაჩვენებლებით, საქართველო ღირსეულად იმკვიდრებს ადგილს ევროპის ქვეყნებს შორის. მთავრობის ეფექტიანობის რეიტინგში ვუსწრებთ არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყანას, არამედ ევროპის ზოგიერთ ქვეყანასაც (სერბეთი, რუმინეთი ბულგარეთი, მონტენეგრო) კორუფციის კონტროლის რეიტინგში ვუსწრებთ ევროპის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ხორვატია, რუმინეთი. რეგულირების ხარისხის რეიტინგში 39-ე ადგილზე ვართ და ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: პოლონეთი, ბულგარეთი, სლოვენია, რუმინეთი, ხორვატია. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რეიტინგი - საქართველო გადასახადების სიმცირის მიხედვით არის მსოფლიოში მე-3 ადგილზე. დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. გადასახადების სიმცირე იზომება მსოფლიო ბანკის მთლიანი გადასახადების განაკვეთის ინდიკატორით (ე.წ.ჩვენ ამ რეიტინგში გვისწრებს ორი მცირე სახელმწიფო ბრუნეი და ვანუატუ. თუ არ ჩავთვლით ამ მცირე სახელმწიფოებს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო არის მსოფლიოში პირველ ადგილზე. ბუნებრივია ყველას გვესმის, რომ ყველა ამ მიმართულებით შედეგები თავისით არ მოსულა. ეს არის იმ რეფორმების შედეგი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს ბოლო წლების განმავლობაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42