„თეთრი არწივის“ მებრძოლი, გიორგი კედელაშვილი, რომელიც ვენაში ცხოვრობს, სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება:
„არა სალომეს, არა „ოცნებას“, იმიტომ, რომ რატომ აირჩიეს ეს კაცი, ეს ადამიანი. აირჩიეს იმიტომ, რომ ნელ-ნელა დაავიწყონ აფხაზეთი, სამაჩაბლო, დაავიწყონ და დააბრალონ ყოფილ მთავრობას, იმათ ნამუსზე იყოს და თვითონ სუფთა გამოვლენ. თურმე ჩვენ წამოვიწყეთ, ეს სასაცილოა. ჩემი გული ტირის, რომ ასეთი ადამიანი საქართველოში როგორ უნდა ცხოვრობდეს. თამარაშენში ვარ დაჭრილი, რაც მე ვნახე იქ, იმის დავიწყება არ შეიძლება. რომ გამოდის და შეურაცხყოფას აყენებს, ჩემი შეურაცხყოფა არაა უფრო, დაღუპულების შეურაცხყოფაა. იმათმა შეურაცხყოფამ ჩემზე ძალიან იმოქმედა, იმიტომ, რომ ვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ მეთქვა, სალომეს არა, არც მარტო სალომეს, ვინც მხარს უჭერს. იმ ბიჭებს, ვინც მანდ არიან, ჩემს თანამებრძოლებს, თვითონ გია ყარყარაშვილს მინდა, მივმართო, რომ არ დავივიწყოთ ის ბიჭები და რის გულზე ვომობდით. მე არ მინახავს იქიდან არცერთი აფხაზი, იქ მარტო რუსები ვნახე, ერთ თუ იყო დაღუპული, 30 რუსი იყო. ეს ხომ უნდა იცოდეს, ალბათ, არ იცის, ან შეგნებულად გვატყუებს,“- განაცხადა „თეთრი არწივის“ მებრძოლმა, გიორგი კედელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






