ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება:
"ქართულ ოცნებას
დესტაბილიზაცია არის თქვენი წინასაარჩევნო ერთადერთი საყვარელი თემა, რომელიც არჩევნების შემდეგ გავიწყდებათ...
სინამდვილეში ერთადერთი ძალა ვისაც შემოაქვს დესტაბილიზაცია ქვეყანაში -ხართ თქვენ!
სწორედ ქართული ოცნების დანაშაულებრივმა შეცდომებმა გამოიწვია უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა:
- დესტაბილიზაცია არის როდესაც თქვენი უგუნური პოლიტიკა აიძულებს 800 ათას კაცს დატოვოს სამშობლო
- დესტაბილიზაცია არის ლარის გაუფასურება 1.65 დან 2.75 მდე
- დესტაბილიზაციაა როდესაც 1 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება ხოლო 150 ათასი ბავშვი შიმშილობს
- დესტაბილიზაციაა როდესაც პედოფილებს მკვლელებს და ყაჩაღებს ამნისტიით და შეწყალებით უშვებ
- დესტაბილიზაციაა როდესაც დათუნა სარალიძის მკვლელის დასჯის ნაცვლად ზაზა სარალიძეს წაუყენებ ბრალს
- დესტაბილიზაციაა როდესაც არ ისჯებიან მაჩალიკაშვილის, კოდორის ოპერაციის მონაწილეთა მკვლელები
- დესტაბილიზაციაა როდესაც არჩევნებს აყალბებ ხოლო ოპოზიციის წევრებს თავს ესხმით, სამსახურებიდან ყრით და მაქსიმალურად ავიწროვებთ მათ ოჯახებს.
დესტაბილიზაციაა როდესაც ხელისუფლებაში მყოფი ძალა ოპოზიციას უწყობთ აქციებს
მოკლედ, ძალიან მშვიდად,ორგანიზებულად, მტკიცედ და უპირობოდ დაგამარცხებთ მეორე ტურშიც და თქვენ კი განაგრძეთ საუბარი დესტაბილიზაციაზე არჩევნების შემდეგაც.." - წერს მელია.
მასალის გამოყენების პირობები






