გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პიარხელმძღვანელის განცხადებასთან დაკავშრებით კომენტარი გააკეთა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ და აღნიშნა, რომ აღნიშნული განცხადება ხელისუფლებამ არასწორად გაიგო:
„როდესაც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის პიარხელმძღვანელი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ იქნება რევოლუციური ცვლილებები, ეს ადამიანები ვერ გრძნობენ ამ სიტყვის მნიშვნელობას და მაინც და მაინც ბრჭყალებში უნდა ჩაუსვან. მაგრამ, ასეც რომ იყოს, მაინც ვერ გაიგებენ. წარმოიდგინეთ, ახლა რომ ვთქვა, „ქართული ოცნება“ არის „ტროას ცხენი“, ან „ბურიდანის ვირი“, რა ხმაურს ატეხავენ. იტყვიან, რომ შეურაცხყოფას აყენებენ და იტყვიან: „ვინ არის თქვენი სახედარი, ვინ არის თქვენი ულაყი?“ აღშფოთებული იქნებიან და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას მიმართავენ იმის გამო, რომ ჩვენ ცხოველებად მოვიხსენიეთ. რევოლუციური ცვლილება ნიშნავს სწრაფ გარდაქმნას ჩემო კარგებო და ბოლოს და ბოლოს ნუ იქცევით „ბურიდანის ვირივით“, ჩამოყალიბდით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






