გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხებისთვისაა განწირული არჩევნების მეორე ტურში და ამის გამო „ათას მონაჩმახს იგობევს“:
„უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი „ქართული ოცნება", რომელიც დამარცხებისთვის განწირულია, ათას მონაჩმახს იგონებს. არ გაუვათ, მათი განაჩენი გამოტანილია. ქვეყანა აუცილებლად დაიწყებს ახალ განვითარებას. რაიმე ფასი აქვს კობახიძის, ივანიშვილის, კალაძის სიტყვას? ჩვეულებრივი მატყუარები არიან. ეს დამთავრდება მეორე ტურში.
მე მახსოვს ყველა შს მინისტრის მწყობრში განცხადებებები დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით. რა მივიღეთ? გამოვლინდა, რომ იყო ტყუილი. ესენი არიან ჩვეულებრივი ცრუპენტელები. ამ ტყუილის უკვე აღარავის სჯერა. ეს ადამიანები სამოქალაქო ომით გვაშინებენ, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. ეს ხელისუფლება არ არის, ეს არის ვიწრო ბანდიტური ჯგუფი. ზურაბიშვილი დამთავრებულია, ვერ გაიმარჯვებს. გავიმარჯვებთ ჩვენ. მემგონი, ისინი აპირებენ არჩევნების გაყალბების კუთხით ქუჩაში გამოსვლას. არაფრის მაქნისები არ არიან, ისე გაიქცევიან დამარცხების შემდეგ, რომ ვერც მოასწრებთ კომენტარის ჩაწერას. ჩვეულებრივი მშიშარა მაიმუნები არიან, რომლებიც ტყუილების მეტს არაფერს ამბობენ. მათ სიტყვას ფასი არ აქვს",- განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






