სამხედრო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ქურასბედიანის თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ 2008 წელს საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო, უდიდეს ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფოს. ქურასბედიანის განცხადებით, რუსეთის ინტერესებშია, რომ მსგავს რიტორიკას მიაჩვიოს, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაც. როგორც ქურასბედიანმა აღნიშნა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მსგავსი რიტორიკის გამოჩენა ამ პირდაპირი შეკვეთაა რუსეთიდან ან ინტერესების თანხვედრა, რაც ყველა შემთხვევაში ომზე მეტ ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.
„რუსეთს უნდა რომ მოისმინოს, თანაც პირველ რიგში ჩვენგან, რომ ჩვენ დანაშაული ჩავიდინეთ, ომი დავიწყეთ და ასე შემდეგ. რა საფრთხეც ამ განცხადებებს და ამ რიტორიკას გააჩნია, შეუძლებელია უფრო დიდი ზიანი რუსეთის ჯარს მიეყენებინა. ეს პირდაპირი შეკვეთაა თუ ინტერესების თანხვედრა, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება რუსეთს დღეს, რომ ნელნელა ქართული საზოგადოება და მსოფლიო მიაჩვიონ, რომ ასე იყო, ჩაიარა და ვაღიაროთ ახლა, როგორც არის. ეს რაცაა ქართული სახელმწიფოსთვის გასაგებია, ყველაზე დიდ ზიანს სახელმწიფო იღებს, თორემ ჩვენი, ჯარისკაცების საქმე ესაა, მოწინააღმდეგის დარტყმის ქვეშ ყოფნა, ბრძოლის ველზე იქნება თუ სხვაგან. უარეს ზიანს მე ვერ გავიხსენებ უახლოესი წარსულიდან, რასაც ეს მიდგომა და ეს რიტორიკა გვაყენებს.“- განაცხადა ირაკლი ქურასბედიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






