გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო დამკვირვებლებს ხვდებიან.
შეხვედრის მონაწილეები ერთმანეთს მორე ტურთან დაკავშრებით ინფორმაციას გაუცვლიან. გაერთიანებული ოპოზიცია, ახალქალაქში მათ მხარდამჭერებზე განხორციელებულ თავდასხმაზე აპირებს ყურადღების გამახვილებას.
„ახალქალაქში რაც მოხდა, არის დანაშაულის მთელი კომპლექსი, ერთი უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ეს არის წინასწარი განზრახვით ადამიანზე თავდასხმა, ჯანმრთელობის დაზიანება. ის პატარა მაფიოზი, რომელიც არის ჩაბუდებული ნინოწმინდა-ახალქალაქში, ენზელ მკოიანის სახით, რომელსაც თავისი შეიარაღებული მხედრიონივით ფორმირება აქვს, არის ხელისუფლების დასაყრდენი და მათთვის ასე განიხილება, რომ ეს რეგიონი არის ჩაყრილი ხმების ბეღელი,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ.
ახალქალაქში მომხდარ ინციდენტს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ეხმაურებიან და მას მძიმე ფაქტად აფასებენ.
მასალის გამოყენების პირობები






