„ვცხოვრობთ მომავალი თაობის ხარჯზე“ - ოპოზიცია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს
პოლიტიკა - 12:41, 13 Nov, 2018     846

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დღეს 2019 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით, მომავალ წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 350 მილიონი ლარით, ჯამში 13 მილიარდ ლარამდე იზრდება.

არსებული ინფორმაციით, დამატებული 350 მილიონით კი ძირითადად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასა და პენსიის 20 ლარით ზრდას მოხმარდება. ფინანსთა მინისტრი დოკუპენტს პარლამენტში დეპუტატებს გააცნობს.

მმართველ გუნდში ბიუჯეტის პროექტს აფასებენ და აცხადებენ, რომ მთავარ საფინანსო დოკუმენტში სოციალური პროექტები გათვალისწინებულია.

„ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის გაზრდილი სოციალური დახმარებების, არის ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გაზრდილი, არის განათლების სისტემა და როგორც იყო გაცხადებული პენსიების ზრდა არის გათვალისწინებული, არასრულწლოვნების დახმარების პროექტი, შშმ პირთა დახმარების პროგრამა და ა.შ. ძალიან ბევრი სოციალური პროგრამაა და ეს ის ტენდენციაა, რომელზეც იყო მთავრობის დამტკიცებისას საუბარი, რომ შემდგომი წლები იქნება უფრო სოციალურად ორიენტირებული, რაც ნიშნავს ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას,“ - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებენ საპარლამენტო ოპოზიციაში:

„ჩვენ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილისგან არჩევნების პირველი ტურის მერე, რომ ფუნდამენტურად გადაიხედება პენსიების, დევნილთა შემწეობის საკითხი, სოციალური დახმარებების საკითხი, მაგრამ ბიუჯეტი არცერთი ამ მიმართულებით არ ასახავს, თუნდაც, ერთი კვირის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემულ დაპირებას და ამიტომ ჩვენ ვხედავთ იმას, რომ სიტყვა რჩება სიტყვად და ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს ქართველი ხალხის მოტყუებას,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ოპოზიციის თქმით, ბიუჯეტი ქვეყანაში არსებულ გამოწვევას ვერ პასუხობს.

„ეს ბიუჯეტი არის კვლავინდებურად ბიუროკრატიული, უამრავი უსარგებლო ხარჯი, მრავალ კორუფციული მუხლი კვლავ ძველებურად არის ჩატოვებული. ბიუჯეტი, მიუხედავად იმისა, რომ 350 მილიონი ლარით გაიზარდა ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ზრდის ნახევარი მოდის კვლავ საგარეო ვალების აღებაზე და იზრდება და იზრდება ქვეყანაში შიდა და საგარეო ვალი და, ფაქტობრივად, ჩვენ ვცხოვრობთ მომავალი თაობის ხარჯზე. ბიუჯეტი დეფიციტურია, რომელიც პრობლემას შეუქმნის მომავალში ფასების და ლარის სტაბილურობას,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42