რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი და დავა ჰააგის სასამართლოში - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ საქართველოს მიერ განხორციელებულ სამართლებრივ ქმედებებზე ისაუბრა.
ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის დაყენების გარეშე გამოძიება ვერ ჩაითვლება ეფექტურად და ობიექტურად.
„საქართველო აქტიურად თანამშრომლობს პროკურორის ოფისთან, რათა დადგეს დამნაშავეთა პასუხისმგებლობა ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში. 2010-15 წლებში, საქართველომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს არაერთხელ მიაწოდა სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, რომელიც შეადგენდა რამდენიმე ათას გვერდს. რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის დაყენების გარეშე გამოძიება ვერ ჩაითვლება ეფექტურად და ობიექტურად, რადგან ომში მსხვერპლი იყო საქართველოს მოსახლეობა,“ - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
მასალის გამოყენების პირობები






